მუხლი 17. ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, გამონაკლისის სახით, მიეცემათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭებული აქვთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი კლინიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ან კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და ბოლო 15 წლის განმავლობაში შესაბამისი კლინიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟ🔗