უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №156/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018574
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2024
matsne.gov.ge 679 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
განმცხადებელი
უცხო ქვეყნის მოქალაქე ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით მიმართავს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ – ცენტრი).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 23.07.2024 პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 05.09.2016 საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 07.07.2020 არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 20.09.2019 პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 01.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის  ბრძანება №156/ნ 2024 წლის 27 სექტმებერი ქ. თბილისი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს​2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი დანართი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი მუხლი 1🔗. მიზანი და რეგულირების სფერო 1. უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყენებულ იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლების საერთაშორისო გამოცდილება, მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ მოწვეულ მასწავლებლად დასაქმების გზით.  2. ეს წესი არეგულირებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) უცხოელი მოწვეული მასწავლებელი − უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის მასწავლებლობის უფლება აღიარებულია ამ წესის საფუძველზე და რომელიც, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ბ) განმცხადებელი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით მიმართავს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ – ცენტრი). მუხლი 3🔗. განცხადების წარდგენა უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით 1. განმცხადებელი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით, განცხადებით მიმართავს ცენტრს. 2. განცხადების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამის სფეროში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რა საგნის სწავლებაც სურს) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად); გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის წერილობითი თანხმობა (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად) მისი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის აღიარების მიზნით წარდგენასთან დაკავშირებით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში). მუხლი 4🔗. დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და განცხადების განუხილველად დატოვება 1. ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლის  მოთხოვნებთან. 2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, რაც აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი. 3. დამატებითი დოკუმენტის წარდგენის განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ცენტრი უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. 4. დამატებითი დოკუმენტის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. 5. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის  წარდგენისთანავე. 6. თუ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ 1. განცხადებას უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ ცენტრი განიხილავს აღნიშნული განცხადების ცენტრში რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების თაობაზე წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ცენტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ან გაუთვალისწინებელი იმ საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია, რომლის სწავლებაც სურს ან/და შესაბამის სფეროში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რა საგნის სწავლებაც სურს) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ დასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ან გაუთვალისწინებელი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია და შესაბამის სფეროში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რა საგნის სწავლებაც სურს) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით. 6. ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცნობის მიზნით უნდა გაეგზავნოს განმცხადებელს განცხადებაში მის მიერ მითითებულ მისამართზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. მუხლი 6🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარებასთან დაკავშირებით  ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარებასთან დაკავშირებით  ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.