ტექნიკური რეგლამენტის − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №302
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024697
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტექნიკური რეგლამენტის − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის − თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №302
2024 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
ტექნიკური რეგლამენტი − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. წესის რეგულირების სფერო
წესი არეგულირებს მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3🔗. წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. წესის ძირითადი მიზნებია:
ა) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსებით სარგებლობის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, დაცული ლანდშაფტის ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა;
გ) მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება.
2. წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვას;
ბ) ხელი შეუწყოს უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ე) ხელი შეუწყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვასა და აღდგენას;
ვ) ხელი შეუწყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვას, აღდგენასა და რაციონალურ გამოყენებას, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვასა და შენარჩუნებას.
მუხლი 4🔗. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებზე. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მოიცავს მდინარე მაჭახელას ხეობას.
2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორია მოიცავს „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით − 4294 ჰა-ს.
მუხლი 5🔗. მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში დაშვებული საქმიანობები
1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შექმნილია ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.
2. მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ბ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
გ) ფეხითა და ცხენით გადაადგილებისა;
დ) გზებზე ძრავას გარეშე და ძრავიანი ტრანსპორტით გადაადგილებისა;
ე) ვიზიტორთა ყოფნა-გადაადგილებისა;
ვ) გზების მოვლისა, ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ზ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა;
თ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა;
ი) ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვისა, მოვლა-პატრონობისა და აღდგენისა;
კ) არამანიპულაციური და მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარებისა;
ლ) ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაციისა და აღდგენისა;
მ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელებისა;
ნ) განახლებადი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისა;
ო) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელებისა;
პ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განაკაფი ზოლის მოწყობისა/შენარჩუნებისა) და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელებისა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად;
ჟ) ტურიზმისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისა;
რ) მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის (მათ შორის, არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების) მშენებლობისა, მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნებისა და კალმახის საქვირითე ადგილების დაუზიანებლად;
ს) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
ტ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა;
უ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერისა;
ფ) სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობისა;
ქ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელებისა.
3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული საქმიანობები და ნებისმიერი სხვა (სამეცნიერო-კვლევითი, სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა) საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.