“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.16.009.008.055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 27/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.008.055

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №5

2006 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების წინადადებების გათვალისწინებით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქ-ტის „ვ” და „თ” ქვეპუნქტების, აგრეთვე 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებაში (სსმ III, 15.08.2003 წ., №88, მუხლი 759) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა)14I მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 მუხლის პირველი პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის 1 ივლისამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი ქ. თბილისში სს „თელასის” აბონენტებისთვის განისაზღვროს 10,15 თეთრი/კვტსთ-ით.”;

ბ) 14III მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” აბონენტებისთვის, განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით.

2. 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 30 ოქტომბრამდე და 2004 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე 220-380 ვოლტ ძაბვაზე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” აბონენტებისთვის განისაზღვროს 6.75 თეთრი/კვტსთ-ით.”.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე                გ. თავაძე