ქალაქ თბილისში გლდანის რაიონში ალექსანდრე გობრონიძის ჩიხისთვის და ქობის ჩიხის ორი მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის გიორგი მარგიანის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 13.09.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №482
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016920
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წურწუმიას შესახვევისთვის და დედოფლისწყაროს I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძმები ყურაშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ექიმ-უროლოგის, აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში მერაბ კოსტავასა და რევაზ ლაღიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე პარკის სახელდების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში გლდანის რაიონში ალექსანდრე გობრონიძის ჩიხისთვის და ქობის ჩიხის ორი მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის გიორგი მარგიანის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №482
2024 წლის
13 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსანდრე გობრონიძის ჩიხისa და ქობის ჩიხის ორი მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის გიორგი მარგიანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში ალექსანდრე გობრონიძის ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის გიორგი მარგიანის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. გლდანის რაიონში ქობის ჩიხის ორ მონაკვეთს მიენიჭოს გიორგი მარგიანის I ჩიხისa და I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. გლდანის რაიონში ალექსანდრე გობრონიძის ჩიხის ორ მონაკვეთს მიენიჭოს გიორგი მარგიანის II და III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე