ელექტროენერგიის ტარიფის მოწესრიგებასთან დაკავშირებით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად თანხების მობილიზაციის წესი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 185

1997 წლის 28 ივლისი

ელექტროენერგიის ტარიფის მოწესრიგებასთან დაკავშირებით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად თანხების მობილიზაციის წესი

მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების მობილიზაციის მიზნით ვბრძანებ:

დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის, სოციალური დაცვის, შრომის და დასაქმების, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრებთან შეთანხმებული ელექტროენერგიის ტარიფის მოწესრიგებასთან დაკავშირებით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად თანხების მობილიზაციის წესი.

მინისტრი                                                                               მ. ჭკუასელი

 

 

ელექტროენერგიის ტარიფის მოწესრიგებასთან დაკავშირებით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად თანხების მობილიზაციის წესი

1. მოცემული წესი დამუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ივლისის №389 ბრძანებულების მე-14 პუნქტის შესაბამისად.

მოცემული წესი სამოქმედოდ შემოღებულია 1997 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკაში შექმნილი და ექსტრემალური მდგომარეობის გამო დროებით და იგი არ აუქმებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების არსებულ ფორმას.

საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, უკიდურეს შემთხვევაში ყოველკვარტალურად.

2. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროები, უწყებები და ორგანიზაციები ძირითად მუშაკებს ხელფასის უწყისებში ყოველთვიურად 2,5 (ორ-ნახევარი) ლარით უმცირებენ ხელზე გასაცემ თანხას და მას თვიური ხელფასის გაცემასთან ერთად გადაურიცხავენ სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“.

3. თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევისა და დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდები ყოველთვიურად ცენტრალიზებული წესით ურიცხავენ სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ ერთ პენსიონერზე (ლტოლვილზე, უმუშევარზე) 1,8 (ერთი და რვამეათედი) ლარს.

4. ყოველ მუშაკს ეძლევა ცნობა, რომ მას ხელფასიდან დაეკავა და სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ გადაერიცხა 2,5 (ორ-ნახევარი) ლარი.

5. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროები, უწყებები და ორგანიზაციები (მათ შორის: თავდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების, შინაგან საქმეთა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები, აგრეთვე სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი) ვალდებული არიან შესაბამისი ქალაქებისა და რაიონების მუნიციპალურ ენერგოკომპანიებს წარუდგინონ: შესაბამისად ძირითადი მუშაკების, ყველა კატეგორიის არამომუშავეთა პენსიონერთა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული ყველა კატეგორიის პენსიონერთა,  ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  /ორგანიზებულად ჩასახლებულთა გარდა, უმუშევრობის სტატუსის მქონე პირთა სიები საცხოვრებელი ბინების მისამართების ჩვენებით.

6. საშტატო განრიგში და სიებში ცვლილების შემთხვევაში სიების წარმომდგენნი ოპერატიულად აცნობებენ ამის შესახებ იმავე ენერგოკომპანიებს.

მ. ჭკუასელი

ფინანსთა მინისტრი

№185

 

თ. გაზდელიანი

სოციალური დაცვის, შრომის

და დასაქმების მინისტრი

№01-3/523

ვ. პაპავა

ეკონომიკის მინისტრი

№5-02-03/45

 

დ. ზუბიტაშვილი

სათბობ-ენერგეტიკის

მინისტრი

№01/293