2. მეურნე სუბიექტის ინიციატივით ხელშეკრულება შეიძლება დაირღვეს მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე ქმედებისათვის, რამაც გამოიწვია კავშირგაბმულობის ნაგებობების და საშუალებების, დაზიანება ან დანგრევა; მომხმარებლის სხვა ავტომატური სატელეფონო სადგურის მოქმედების ზონაში, სხვა ქალაქში, დასახლებულ პუნქტში, სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში.
3. ადგილობრივი სატელეფონო ქსელით მომსახურებასა და სარგებლობაზე ხელშეკრულების გაუქმება დაუშვებელია მისი მოქმედების წინასწარი შეჩერების გარეშე. გარდა მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების დარღვევის შემთხვევის