მუხლი 28🔗
ადგილობრივი სატელეფონო ქსელით სარგებლობაზე ხელშეკრულების გაფორმება და ტელეფონების დადგმა მისი ღირებულების გადახდის შემდეგ წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კავშირგაბმულობის საშუალებების განვითარების დაფინანსებაში, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის, თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამოქალაქო თავდაცვის შტაბები და ფორმირებები, კავშირგაბმულობის საწარმოები, საბაჟოები, საზღვაო პოლიციის ქვედანაყოფები, სახანძრო ნაწილები, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური და მისი ტერიტორიული ორგანოები, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები, კულტურულ-საგანმანათლებლო, ვაჭრობის და საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებები და ორგანიზაციები, მოქალაქეებ