2. ფიზიკური პირების განცხადებები ტელეფონის დადგმის შესახებ. აღრიცხვაზე აიყვანება და დაკმაყოფილდება მოცემულ მისამართზე რეგისტრაციის, ბინის კერძო საკუთრებაში შეძენის ან იჯარაში აღების დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში.
3. ფიზიკური პირისათვის ტელეფონის დადგმის შემდეგ იგი ტელეფონის დადგმის მსურველთა სიიდან იხსნება. ტელეფონის დადგმის აღრიცხვაზე მყოფი ფიზიკური პირის ერთსა და იმავე ქალაქში (რაიონში) სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასვლის შემთხვევაში მას აღრიცხვიანობა უნარჩუნდება პირვანდელი განცხადების შეტანის თარიღით.
4. ახალ ან ძველ მისამართზე ახალ პირზე განცხადების გადატანის უფლება (თუ პირი,რომელზედაც გაფორმებულია განცხადება რეგისტრირებული აღარ არის მოცემულ მისამართზე) აქვს ყველა პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტიდან რეგისტრირებული არის მოცემულ ბინაში. პირებს, რომლებიც მოცემულ ბინაში რეგისტრირებულნი არიან, მოგვიანებით განცხადების გადატანის უფლება აქვთ ბინაში მათი რეგისტრაციის თარიღით.
5. ბინაზე ტელეფონის დადგმის განცხადება მიიღება ოჯახის ერთ-ერთი წევრისაგან. ოჯახის ის წევრები, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტში არასრულწლოვანნი იყვნენ, ამ განცხადებაზე უფლებას იძენენ სრულწლოვანების მიღწევის თარიღიდა