2. ძირითად მომსახურებას მიეკუთვნება მომხმარებლის მიერ:
– ადგილობრივი სატელეფონო ქსელით სარგებლობა;
– საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით სარგებლობა;
სატელეფონო ქსელით სარგებლობა საინფორმაციო მომსახურების მისაღებად.
3. დამატებით მომსახურებას მიეკუთვნება:
– დეპეშის კრედიტში გაგზავნის შესაძლებლობა;
– ტელეფონის აპარატის გადატანა, გადართვა, შეცვლა, მისი განმეორებით ჩართვა;
– პარალელური ტელეფონის დადგმა;
– სატელეფონო სადენის შეცვლა სხვა ტიპის სადენით;
– ხელშეკრულების სახელწოდების შეცვლა და აღდგენა;
– ტელეფონის დროებითი ჩართვა და გამორთვა;
– დამატებითი ჩამრთველების და ზარის დადგმა;
– ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტების სიების გამოცემა;
– პირდაპირი სადენებით სარგებლობის უფლება;
– სატელეფონო ნომრების შესახებ ცნობების გაცემა;
– ტელემატიკურ ქსელებზე გასვლა;
– სპეცსამსახურებზე უფასო გასვლა (პოლიცია, სახანძრო დაცვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საავარიო სამსახურები).
4. მეურნე სუბიექტს გაცემული სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ფარგლებში შეუძლია გააფართოოს ან სახე შეუცვალოს მომსახურების ნუსხას მის მფლობელობაში არსებული ავტომატური სატელეფონო სადგურების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვი