აღნიშნული ხელშეკრულება იდება ავტომატურ სატელეფონო სადგურში თავისუფალი ნომრების და სატელეფონო კაბელში თავისუფალი წყვილების არსებობის შემთხვევაში.

2. საკომუტაციო მოწყობილობაში თავისუფალი ნომრების და სატელეფონო კაბელებში თავისუფალი წყვილების არ არსებობის შემთხვევაში, ტელეფონის დასადგმელად მეურნე სუბიექტსა და მომხმარებელს შორის შეიძლება დაიდოს ხელშეკრულება, რომლის ორმხრივი შესრულებაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ადგილობრივი სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას.

3. ტელეფონის დადგმაზე მომხმარებლის განცხადების დაკმაყოფილება ხდება რიგითობის წესი