2. მომსახურების გაწევის ვადა უნდა განისაზღვროს იმ თარიღით, რომელშიც იგი უნდა შესრულდეს იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება სრულდება ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოცემული მომსახურების ყოველი ნაწილის შესრულების ვადა.
3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთან ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო მოწყობილობათა დადგმა შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი სამუშაოთა მოცულობის შესრულების შემდეგ აღნიშნული სამუშაოები სრულდება მომხმარებლის სახსრებით, მომხმარებელსა და მეურნე სუბიექტს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
თუ მოცემული იურიდიული პირისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს 50-ზე მეტი სააბონენტო მოწყობილობის დადგმა, დამატებითი მომსახურება განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც სააბონენტო მოწყობილობათა დადგმა მომხმარებელ იურიდიულ პირთათვის შესაძლებელია მხოლოდ მათ მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულების შემდეგ (მოქმედი სახაზო და სასადგურო მეურნეობის გაფართოების ან ახლის მშენებლობა) დაინტერესებული მხარე დაჯავშნის თავის სახელზე სასადგურო ნომერს, შემაერთებელ, მაგისტრალურ, გამანაწილებელ ხაზებს და სატელეფონო კანალიზაციის არხებს. აღნიშნული დაჯავშნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი წარადგენს ცნობას მშენებლობის ტიტულის გახსნაზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ერთ წელზე მეტი ვადით გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია დაჯავშნის ვადის გაგრძელება.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც სააბონენტო მოწყობილობათა დადგმა მომხმარებელ ფიზიკურ პირთათვის შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მეურნე სუბიექტსა და მომხმარებელს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება. მეურნე სუბიექტი გასცემს ტექნიკური პირობას სამუშაოები შეიძლება შეასრულოს მეურნე სუბიექტმა ან მომხმარებელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მეურნე სუბიექტისათვის გარკვეული ტევადობის გამოყოფა, მისი შეხედულებისამებრ გამოყენების მიზნით. ტელეფონები დაიდგმება მეურნე სუბიექტის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე სათანადო სამუშაოების შესრულების შემდეგ.
შესრულებული სამუშაოების მიღება წარმოებს მეურნე სუბიექტის წარმომადგენლის
მონაწილეობით. მოსახლეობის ხარჯებით სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც თავისი სახსრებით მიიღო მონაწილეობა სატელეფონო ქსელის მშენებლობაში, ტელეფონი დაედგმება რიგის გარეშე.
ადგილობრივი სატელეფონო ქსელებით
მომსახურების გაწევის წესი და პირობე