საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 27.10.1997
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-367
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).003.000111 22
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 28/10/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.11.2025
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და
პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-367
1997 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და
პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 დეკემბრის №850 ბრძანებულებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციას დაევალა ქვეყანაში წარმოებული და შემოტანილი მარცვლეულის, მარცვალპროდუქტების, პურისა და პურპროდუქტების ხარისხზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. ასევე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიციკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 1996 წლის 20 ივლისის №2-134/53 ერთობლივი ბრძანებით (იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის №149) პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციას მიენიჭა უფლებები განახორციელოს სერტიფიცირება, ზედამხედველობა და კონტროლი, ადგილზე დამზადებულ და საიმპორტო-საექსპორტო მარცვლეულის, მარცვალპროდუქტების, პურისა და პურპროდუქტების ხარისხზე.
ამასთან «სტანდარტიზაციის შესახებ» და «პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ» საქართველოს კანონების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსის 1735, 1773, 1774 და 1775 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდამრღვევების დაფიქსირების და ინსპექციისათვის მინიჭებული უფლებების პრაქტიკულად განხორციელების მიზნით ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმა (თან ერთვის).
2. დაევალოს პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციას (ბატონი გ. ჭუჭულაშვილი):
2.1. საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ შესაბამისად აღნიშნული ბრძანება წარადგინოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო კოდის მისანიჭებლად.
2.2. იუსტიციის სამინისტროში კოდის მინიჭების შემდეგ უზრუნველყოს ბრძანებისა და თანდართული ოქმის გამოქვეყნება გაზეთ „აგროინფორმში“.
3. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბარიძეს.
მინისტრი ბ. გულუა
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს
პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია
ოქმი №
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
------------------------------------- „-----„------------------------199 წ.
(ოქმის შედგენის ადგილი)
პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახ. ინსპექციის ----------------------------------
(ოქმის შემდგენის
------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, გვარი, ინიციალები)
შემოწმებისას დავადგინე, რომ -----------------------------------------------------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
------------------------------------------------------------------------------------------------------
(ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რითაც დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის --------------------------------------მუხლი.
აღნიშნული სამართალდარღვევა დაშვებულია ----------------------------------------------
( დამრღვევი ფიზიკური ან
------------------------------------------------------------------------------------------------------
იურიდიული პირის დასახელება, მისამართი)
ოქმის შემდგენლის
ხელმოწერა: -----------------------------