“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების-საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისა და მოსახლეობის რეგისრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაცემის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.22.027.008.071
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №214
2006 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაცემის თაობაზე
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და 121 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
2006 წლის 1 მარტამდე ლიკვიდირებულ იქნეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურები და მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურები.
მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციისა და გადაცემის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ზურაბ კვარაცხელია – ეკონომიკური დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამეურნეო სამმართველოს უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ნატო გაგნიძე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრი;
ქეთევან გაგიშვილი – იუსტიციის სამინისტროს მთავარი ბუღალტერი, კომისიის წევრი;
ოთარ გასპაროვი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გოჩა ბიკაშვილი – ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო განყოფილების მრჩეველი, კომისიის წევრი;
გია კონიაშვილი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ნინო ცუხიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საკადრო რესურსების მართვისა და საკადრო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.
მუხლი 3
დაევალოს კომისიას 2006 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარება, საბალანსო მონაცემებთან შედარება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაცემა.
მუხლი 4
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.
მუხლი 5
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების-საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისა და მოსახლეობის რეგისრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაცემის თაობაზე"?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების-საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისა და მოსახლეობის რეგისრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაცემის თაობაზე" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.01.2006.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების-საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისა და მოსახლეობის რეგისრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაცემის თაობაზე"?
- “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების-საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისა და მოსახლეობის რეგისრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაცემის თაობაზე" მიღებულია 30.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №214. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.050.22.027.008.071.
- სად არის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების-საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისა და მოსახლეობის რეგისრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაცემის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების-საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისა და მოსახლეობის რეგისრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაციის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ობიექტებისა და ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და გადაცემის თაობაზე", №214, 30.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.22.027.008.071 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62776/