საჯარო სამართლის იურიდიული - პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2011 ბოლო ცვლილება 03.08.2023
ნომერი
№1-1/583
სარეგისტრაციო კოდი
040300000.22.024.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110414010, 14/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ბრძანება №1-1/583

2011წლის 14 აპრილი

ქ . თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“საქართველოს კან ონის მე-7 მუხლის მესა მე პუ ნ ქ ტისა დ ა მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქ ვეპუნქტის შე საბა მისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდა რთული „საჯარო სამართლის იუ რიდი ული პირის – სა მოქალაქო ა ვია ც იის საა გენტოს დებულება“.

2. ბრძანება ამოქმედ დეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

ვ.ქობალია

 

საჯარო სამარ თლის ი ურ ი დ იული პირის – სამოქალაქ ო ავიაციის სააგე ნტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურ ი დიული პირი , რომელიც შექმნილია„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

 2.სააგენტოს სრული დასახელებაა: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო “. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: „ს ამოქალაქო ავიაციის სააგენტო“.

 3 . სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, `ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საჰაერო კოდექსით,“ამ დებულები თა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4 . სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონ ებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით .

 5 . სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

6 . სააგენტოს აქვს ემბლემა,მრგვალი ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით , დამოუკიდებელი ბალანსი , საბანკო და სახაზინო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები .

7 . სააგენტოს იურიდიული მისამართია : ქ . თბილისი , აეროპორტი , 0158.

    მუხლი 2. სააგანტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს:

ა) სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება და საავიაციო უშიშროება;

ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური რეგულირებ ის განხორციელება და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

3 . კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამოქალაქო ავიაციის რეგულირება, მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება;

 გ ) სა ჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანის და ტვირთ ის (ბარგის)გადაზიდვის, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის, უსაფრთხოების ა და საავიაციო უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.

დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობ ა და მათი დარღვევისას, დარმღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებ ა;

 ე) სამოქალაქო აეროპორტების (აეროდრომების/ვერტოდრომების,საფრენი მოედნების), სახელმწიფო რეგისტრაცია, სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, ტექნიკური ზედამხედველობა;

 ვ) ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;

 ზ) აეროპორტის და აეროდრომისპირა ტერიტორიებზე დაბრკოლებების სიმაღლეების შეთანხმება და აღრიცხვა;

 თ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

 ი) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

 კ) ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა;

 ლ) ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული ავიასპეციალსიტთა მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარების ორგანიზება;

 მ) სამოქალაქო ავიაციის სასაწავლო დაწესებულებ ები ს საქმიანობაზე ზედამხედველობა, სამოქალაქო ავიაციის სასაწავლო დაწესებულებებისა და პერსონალის სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა, უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარებ ა;

 ნ) საჰაერო ხომალდებისა და საფრენოსნო ეკიპაჟების მარშრუტზე შემოწმება;

 ო) საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობ აზე ზედამხედველობა;

 პ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე და შეკეთებაზე დაშვების უფლების მოწმობების გაცემა, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება;

 ჟ) საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის მოწმობა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა;

 რ) სააერნაოსნო მომსახურების სფეროს რეგულირება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება და საქმიანობის ზედამხედველობა;

 ს) საჰაერო მოძრაობის მართვის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო, აგრეთვე, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება;

 ტ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენისა და გამოქვეყნების ზედამხედველობა;

 უ)„სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს” უფლებამოსილების განხორციელება და მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე ზედამხედველობა ;

 ფ) საძებნ-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია;

 ქ) საქართველოს საჰაერო სივრცის ორგანიზება და საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;

 ღ) საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ორგანიზება, მათი თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება;

 ყ) სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება;

 შ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება;

 ჩ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების ორგანიზება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.

 ც) ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

 ძ) საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემა;

 წ) სამოქალაქო საჰ ა ერო ხომ ა ლდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველო ბა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;

 ჭ) სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

 ხ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება ში მონაწილეობა;

 ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით ნორმატიული აქტების შემუშავება/მიღება;

 ჰ) სა ავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევის თავიდან აცილების ღონისძიებების გატარება ;

 ჰ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სააგენტოს ქვემდებარე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;

 ჰ2) საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებ ის შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებში;

 ჰ3) სხვა საქმიანობა,რაც დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასათან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 4.სააგენტო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას თანამშრომლობს საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1 . სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი .

2 . სააგენტოს დირექტორი :

ა ) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ ) კანონმდებლობისა და დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;

დ ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ა ქტებს (ბრძანებებს) , იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ;

ე ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ვ ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს;

 ზ ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებ ებს.

თ ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ი ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის , აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს , აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

კ ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ლ ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;

მ ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;

ნ ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

ო ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;

პ ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ჟ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;

რ ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ , შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ , რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების განსახორციელებლად . პასუხისმგებელია სააგენტოს ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ს ) ამტკიცებს სააგენტოს ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;

ტ)ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე , მათ შორის , ერთი პირველი.მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით .

4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილებ ები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

5. სააგენტოს დირექტორის დავალებით მოადგილეები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა, ასევე, ა სრულებენ სააგენტოს დირექტორის დავალებებს .

    მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია :

ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი;

გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი;

დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი;

ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი;

ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ი) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი.

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემ ა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო მოვლენის მოკვლევ ის ორგანიზებ ა; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ორგანიზება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; ავიასაწარმოების მიერ მეტეოუზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება; საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობ აზე ზედამხედველობა;

ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი – სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირებ ა და მათ ზე ზედამხედველობა; აეროდრომების, ვერტოდრომების და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება; აეროპორტის და აეროდრომისპირა ტერიტორიებზე დაბრკოლებების სიმაღლეების შეთანხმება და აღრიცხვა;

გ) სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო მოძრაობის მართვის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო, აგრეთვე, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება; ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელებაზე ზედამხედველობა; საძებნ-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია; საქართველოს საჰაერო სივრცის ორგანიზებაში და საჰაერო სტრუქტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენისა და გამოქვეყნების ზედამხედველობა; ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი- საქართველოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი სახელმწიფო რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების ს ააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; საავიაციო მოვლენის მოკვლევაში მონაწილეობა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება; ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება;

ე) გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვებ ა , უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვებ ა ; ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემ ა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემ ა ; საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება; საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირებ ა და შესაბამისის რეესტრის წარმოება; სამოქალაქო საჰ ა ერო ხომ ა ლდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველო ბა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება; საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებ ის შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებში; საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება; ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება.

ვ) საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი – სა ავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევის პრევენციული ღონისძიებების გატარება ; სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნით მუდმივ ი ზედამხედველობა და აეროპორტებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების) საქმიანობის კონტროლ ი ; ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების პროგრამების შეთანხმებ ა და პერიოდული გადასინჯვა; საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების ეკიპაჟის წევრებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებისათვის აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვების გაცემა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის საფუძველზე საავიაციო უშიშროების სფეროში ეროვნული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ში მონაწილეობა; სამოქალაქო ავიაც ი ის მიმართ საფრთხის დონის შეფასება და რისკის მართვის უზრუნველმყოფი სპეციალური ღონისძიებების განხორციელებ ა; საავიაციო უშიშროების რეჟიმის დაცვის მიზნით ავიასაწარმოების საქმიანობაზე ზედამხედველობა; სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მინიჭებული უფელებ ა მოსილების ფარგლებში; ლიტერული რეისების შესრულებაში მონაწილეობის მიღება და ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;

ზ)იურიდიული დეპარტამენტი – სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საავიციო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი ვიზირება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში ; სააგენტოში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების სამართლებრივი შეფასება; სააგენტოს მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმირება; ს ააგენტოს დირექტორის და კურატორი მოადგილის სამართლებრივი ხასიათის სხვა დავალებების შესრულება;

 თ)ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია;კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების ანალიზი; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა; საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობისას საქართველოს ინტერესების დაცვა. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა. უცხო ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;დარგში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან, ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საქართველოსათვის პრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე; საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა . სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სააგენტოს საკადრო საკითხების რეგულირება , თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება , საკადრო საკითხებთან დაკავშირებული სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების , წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება; სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად; სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა; ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდება; საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპოდენციის მიღება/გაგზავნა; საარქივო მასალების შენახვა , არქივის წარმოება;

ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება -მოვალეობების განხორციელება;

ი) საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი – ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა; საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა; საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად; საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვ ა ნა-გადაზიდვის შესრულების ფინა ნ სური შესაძლებლობების ანალიზი;საფინანსო -საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა;ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობა;კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა , ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება -მოვალეობების განხორციელება .

    მუხლი 6. სააგენტოს ქონება

1 . დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”საქართველოს კანონის შესაბამისად , სააგენტო სათვის ქონების გადაცემა , მისი გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

2 . სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები , აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები .

    მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსების წყაროები

1 . სააგენტოს დაფინანსების წყაროებია :

ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ ) მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური;

დ ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე )მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ვ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები .

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას . სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია .

    მუხლი 8. საქმიანობა , რომელიც საჭიროებს თანხმობას

1 . სამინისტროს თანხმობით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები :

ა ) უძრავი ქონების შეძე ნ ა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ ) სესხის აღება;

გ ) თავდებობა;

დ ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის„ბ”და„გ”ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა .

3. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9. საბუღალტრო ანგარიშგება

1 . სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა -ანგარიშგება , შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს .

2 . სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი .

    მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.

 3 . საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 11. სააგენტოს ლიკვიდაცია

სააგენტოს ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი . ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს უფროსი .

    მუხლი 12. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში .

    მუხლი 13. დასკვნითი დებულება

დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა , სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .