„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2497
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2497

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

1. „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №389 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უწყებათაშორისმა საბჭომ უზრუნველყოს ამავე განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის საჭიროების შემთხვევაში განახლება და მისი შესრულების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი