„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №389 |
|
2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - საბჭოს თავმჯდომარე;
ეკონომიკური საბჭოს აპარატის წარმომადგენელი - საბჭოს თანათავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელი - საბჭოს მოწვეული წევრი;
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი - საბჭოს მოწვეული წევრი;
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი - საბჭოს მოწვეული წევრი.
|
1. „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში - საბჭო) მიზანია „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით (შემდგომში - შეთანხმება) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შემუშავება და მისი შესრულების კოორდინაცია 2015-2017 წლებისათვის.
2. სამოქმედო გეგმის შემუშავება მიზნად ისახავს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას ერთიანი საჰაერო სივრცის შექმნასთან დაკავშირებულ ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებთან;
ბ) საქართველოს ავიაბაზარზე ავიაგადამზიდველი კომპანიებისათვის ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პირობების შექმნასა და თანასწორი პირობების უზრუნველყოფას;
გ) მგზავრთათვის მრავალფეროვანი და ხარისხიანი მომსახურების პირობების უზრუნველყოფას;
დ) უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სფეროში;
ე) ავიაციის გარემოზე ზემოქმედების შემცირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, შეთანხმების მიზნების შესაბამისად;
ვ) შეთანხმებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების იმპლემენტაციას.
საბჭოს ფუნქციებია:
ა) სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი წარდგენა საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად;
ბ) სამოქმედო გეგმის თანმიმდევრული და დროული განხორციელების პროცესში ხელშეწყობა და კოორდინაცია;
გ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განსახორციელებლად შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
დ) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის სხვა ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილება
დასახული მიზნების მისაღწევად საბჭო უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საბჭოს საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს შესაბამისი დაინტერესებული პირები და ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზება
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თანათავმჯდომარე.
2. საბჭოს სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო, რომლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.