„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2713
2011 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებ ით (სსმ, ვებპორტალი, 110414010, 14/04/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი.“
2. მე-5 მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი – სააგენტოს მიერ დასახული ხარისხის მართვის და ხარისხის მაჩვენებლების განხორციელება და კონტროლი; სააგენტოში მიმდინარე ძირითადი პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტში; ხარისხის მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი დანერგვის გეგმის შემუშავება და ამოქმედება; ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით; მომსახურების ხარისხის დონის შეფასებისა და კონტროლის ეფექტური მეთოდების შემუშავება; სააგენტოში მიმდინარე პროცესების ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის შეკრება-ანალიზი; სააგენტოს მომსახურების ხარისხის, ძირითადი და დამატებითი პროცესების ეფექტურობის შესაფასებელი ღონისძიებების (შემოწმება, მონიტორინგი, ინსპექტირება, შიდა აუდიტი) რეგულარული გატარება; მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, პრევენციული და გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; მონიტორინგის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, ხარისხის სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და გატარება; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მონიტორინგისა და კონტროლის შედეგების გაცნობა; ხარისხის სისტემის ეფექტურობის ყოველწლიური შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედ დეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. გიორგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/2713. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016137.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/2713, 26.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1538926/