„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებასა და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 14 მარტის №1-1/108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/97
სარეგისტრაციო კოდი
040110030.22.024.016787
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/97

2023 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებასა და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 14 მარტის №1-1/108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 120, 21.09.2010, სარეგისტრაციო კოდი: 040110030.22.024.016001) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის 91 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„91. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ხანგრძლივობა სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას დადგენილი საპრივატიზებო პირობებისა) დარღვევის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 1 წელს, ხოლო იმ საპრივატიზებო პირობის შემთხვევაში, რომლის შესრულება უნდა გაგრძელდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში – ამავე საპრივატიზებო პირობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისათვის შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილი თარიღიდან, 6 თვეს, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების (მათ შორის, პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მოქმედი საბანკო გარანტიის ვადას.

10. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაწესებულ დამატებით ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევიდან ამ მუხლის 9პუნქტით დადგენლი დამატებითი ვადის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება წყდება ავტომატურად. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ან ავტომატურად შეწყვეტის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“.

მუხლი 2
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 14 მარტის  №1-1/108 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14.03.2022, სარეგისტრაციო კოდი: 040110030.22.024.016732) შევიდეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დარღვეული საპრივატიზებო პირობის შესასრულებლად პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, ხოლო თუ სახელმწიფო ქონება პრივატიზებულია სამედიცინო პროფილით ფუნქციონირების პირობით – 2023 წლის 19 ივნისს. თუკი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე განსაზღვრულია ამ პუნქტით დადგენილზე ხანგრძლივი დარღვევის აღმოფხვრის ვადა, დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადას.  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ამოწურვის თარიღიდან, ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი