„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/108 |
|
2022 წლის 14 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 120, 21.09.2010 წ., 040110030.22.024.016001) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის 91 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„91. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ხანგრძლივობა სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 1 წელს, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების (მათ შორის, პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მოქმედი საბანკო გარანტიის ვადას. 10. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაწესებულ დამატებით ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევიდან ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება წყდება ავტომატურად. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ან ავტომატურად შეწყვეტის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დარღვეული საპრივატიზებო პირობის შესასრულებლად პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, ხოლო თუკი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე განსაზღვრული დამატებითი ვადა აღემატება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, შესაბამისი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადას. ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 120, 21.09.2010 წ., 040110030.22.024.016001) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის 91 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ხანგრძლივობა სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 1 წელს, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების (მათ შორის, პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მოქმედი საბანკო გარანტიის ვადას. 10. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაწესებულ დამატებით ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე, დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების დარღვევიდან ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება წყდება ავტომატურად. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ან ავტომატურად შეწყვეტის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“. მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დარღვეული საპრივატიზებო პირობის შესასრულებლად პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, ხოლო თუკი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე განსაზღვრული დამატებითი ვადა აღემატება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 წელს, შესაბამისი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადას. ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ამოწურვის თარიღიდან ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის/გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი |