„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/204 |
|
2018 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21.09.2010 წ., 040110030.22.024.016001) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლი 5. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საპრივატიზებო პირობის შეცვლა/გაუქმება ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიება 1. იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებშიც მხარე არის ქონების სააგენტო ან/და სამინისტრო, ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საპრივატიზებო პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად, წარუდგენს წინადადებას სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის შეცვლის/გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების შემძენს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლოდ შეიძლება მოეთხოვოს სათანადო ანაზღაურება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ეს ანაზღაურება მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა ქონების სააგენტოს ანაზღაურებისა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის, პირგასამტეხლოს პატიების მოთხოვნის ნაწილში, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს პირი, რომელსაც, ქონების მმართველის მხრიდან, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, დაეკისრა ან/და რომლის მიმართაც წარმოეშვა შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრების/მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, მისი მომართვის დღისთვის აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედია თუ შეწყვეტილი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|