⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)

კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი

მიღების თარიღი 04.01.1997
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).000.000210 22
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 03/02/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
316 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.01.1997 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება 1997 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დადგენისა და გადახდის დროებითი წესი წინამდებარე დროებითი წესი შემუშავებულია ლიცენზირებისა ლა სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრისა ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს N568 ბრძანებულების საფუძველზე და მოქმედებს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მიღებამდე და ახალი წესის დამტკიცებამდე. 1. სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოს მიერ განხორციელებული კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური გამოიყენება სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოს თანამშრომელთა და მოწვეულ სპეციალისტთა შრომის ანაზღაურებისათვის, მივლინებისა და მატერიალური წახალისებისათვის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის და სხვა. 2. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო მომსახურების საფასურის გადამხდელი არის ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი მიუხედავად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მათ შორის, სხვა სახელმწიფოს მეწარმე სუბიექტიც. კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების ორგანო ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო სამუშაოებს ატარებს მხოლოდ მეწარმე სუბიექტის მიერ კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების დასაფარავი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ. 3. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების დასაფარავ თანხას განმცხადებელი იხდის სახელშეკრულებო ურთიერთობათა საფუძველზე, ლიცენზირების შედეგების მიუხედავად. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის თანახმად. ცხრილი კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურება მომსახურების ღირებულება, ლარი ნებისმიერი მეწარმე სუბიექტისათვის დღეღამეში არა- უმეტეს 200 კგ. პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი მეწარმე სუბიექტი სათვის განცხადებისა და თანმხლები დოკუმენტებისა და მასალების განხილვა 60 20 კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირების წესის მოთხოვნების, ტექნოლოგიური პროცესებისა და რეჟიმების, მანქანა-დანადგარების იდენტიფიკაცია და დასკვნის გაცემა 150 30 პროდუქციის ან პროდუქციის საცდელი პარტიის იდენტიფიკაცია, ანალიტიკური ექსპერტიზა და დასკვნის გაცემა. 160 50 4. სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების დასაფარავი თანხა მეწარმე სუბიექტის მიერ ჩაირიცხება კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირების ორგანოს ანგარიშსწორების ანგარიშზე. 5. კვების პროდუქტების სხვადასხვა სახეობათა (ჯგუფური ასორტიმენტი) სასაქონლო წარმოება ექვემდებარება დამოუკიდებელ ლიცენზირებას. მინისტრი ბ. გულუა  შეთანხმებულია: ა. ხეცურიანი ი. კუნჭულია დ. ნაკანი ზ. დევიძე ა. დანდურიძე ი. ვასაძე თ. ჭელიძე