საავტომობილო ტრანსპორტის სისტემაში მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის რეორგანიზაციის გარდამავალი პერიოდის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 02.02.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000179 39
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 11/02/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო ტრანსპორტის სისტემაში მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის რეორგანიზაციის გარდამავალი პერიოდის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №46-№5
1998 წლის 2 თებერვალი
1998 წლის 5 აპრილი
საავტომობილო ტრანსპორტის სისტემაში მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის რეორგანიზაციის გარდამავალი პერიოდის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ჩართვამ ინტეგრაციულ პროცესებში, გაწევრიანებამ საერთაშორისო
ორგანიზაციებში, მიერთებამ სამთავრობათშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აუცილებელი გახადა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაბამისი სისტემის შექმნა და მისი სახელმწიფოებრივი მართვის მექანიზმის რეორგანიზაცია, უწყებათაშორის კომპეტენციათა გამიჯვნა და გადანაწილება, რაც უნდა მოხდეს ეტაპობრივად და განისაზღვროს დროის გარკვეულ პერიოდში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდამავალ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური კონტროლის ცენტრების განებართვიანების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით, ვბრძანებთ:
1. შეიქმნას დროებითი სალიცენზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, კურატორი ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით - თავმჯდომარის მოადგილე;
დ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის საინჟინრო უზრუნველყოფისა
და მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;
ე) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი - კომისიის მდივანი;
ვ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი - კომისიის წევრი;
ზ) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტ-კოორდინატორი - კომისიის წევრი;
2. ეთხოვოთ:
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ქალბატონ ნ. ჩხობაძეს;
- დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ბატონ ცერცვაძეს;
გამოყონ თითო წარმომადგენელი აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
3. 1998 წლის 15 თებერვლამდე კომისიამ შეიმუშაოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად ტექნიკური კონტროლის ცენტრების ლიცენზირების დროებითი წესი.
4. დროებით წესში გათვალისწინებულ იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სერტიფიცირებული ტექნიკური კონტროლის ცენტრების განებართვიანება ფუნქციონირების ვადით 1998 წლის ბოლომდე.
5. კომისიის მუშაობის დამთავრების თარიღად განისაზღვროს 1998 წლის 31 დეკემბერი.
6. ტექნიკური კონტროლის ცენტრებზე დროებითი კომისიის შექმნამდე გაცემული ლიცენზიების მოქმედების ვადა გაგრძელდეს კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე.
7. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კ. თარგამაძე
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი