სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.1998
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №325
სარეგისტრაციო კოდი 370020000.01(2).003.000307 115
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
3,269 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.1998 მიღება
28.01.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №325 1998 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის შესახებ (თან ერთვის). 2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანება დაეგზავნოს დაინტერესებულ სამსახურებსა და დანაყოფებს. 4. გაუქმებულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1996 წლის 28 ივლისის №633 ბრძანება. მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს რომელიც იცავს სახელმწიფოს, საზოგადოების, მოქალაქეთა ინტერესებს, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ობიექტებს, ტვირთებსა და მგზავრებს დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „ პოლიციის შესახებ“, სხვა კანონებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტს აქვს საკუთარი ბეჭედი საქართველოს გერბისა და სახელწოდების გამოსახულებით, მისი დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან; იმ ადგილობრივი ორგანოებიდან, რომელთა ტერიტორიაზეცაა განლაგებული სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ობიექტები. სახსრები შეიძლება მიზიდულ იქნეს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მესაკუთრის რესურსების ხარჯზე, მისი ქონების დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვაზე ხელშეკრულების საფუძველზე. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი", თამარ მეფის გამზირი № 24, ინდექსი 380012. 4. საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება კანონიერების, საჯაროობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის სოციალური სამართლიანობის, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებს. II. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 5. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები ა) მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა; ბ) სარკინიგზო ტრანსპორტსა და მაგისტრალებზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე: – დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა-აცილება, სისხლის სამართლის დანაშაულის აღრიცხვა და რეგისტრაცია, მათი გახსნა; – საზოგადოებრივი წესრიგის, ქონების, ტვირთებისა და ობიექტების დაცვა და გაცილება; – მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა; – სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; – ტრანსპორტზე მომხდარი და რეგისტრირებული სისხლის სამართლის დანაშაულთა მოკვლევა და წინასწარი გამოძიება. 6. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები ა) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფოში განლაგებული სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის პოლიციის სახაზო განყოფილებებსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ დანაყოფებს; ბ) აყალიბებს დამნაშავეობასთან და სამართალდარღვევებთან ბრძოლის პოლიტიკას; ორგანიზაციას უწევს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფების საქმიანობის მთავარ და ძირითად მიმართულებებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების ცხოვრებაში გატარებას, ახორციელებს კონტროლს შესრულებაზე, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, ხელს უწყობს მოსახლეობის სამართლებრივ აღზრდას; დ) ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს ოპერატიულ და სამძებრო საქმიანობას, აწარმოებს მოკვლევას კანონით დადგენილი წესით; ე) კანონით დადგენილი წესით აწარმოებს მიმალულ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნას; ვ) სახელმწიფო უშიშროებისა და სხვა სახელმწიფო სამხედრო ფორმირებებთან ურთიერთობისას, ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების დროს იცავს ურთიერთ თანასწორუფლებიანობისა და კოლეგიალობის პრინციპებს; ზ) ორგანიზაციასა და კონტროლს უწევს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და სანებართვო სისტემით რეგლამენტირებული საგნებისა და მასალების შეძენის, შენახვისა და სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით მათი გადაზიდვის დადგენილი წესების დაცვას; თ) ხელმძღვანელობს კადრების შერჩევას, განთავსებასა და აღზრდას ყველა სამსახურსა და ქვედანაყოფში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესაბამისად; (საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის სამომსახურეო ტერიტორიისა და ობიექტების ჩამონათვალი თან ერთვის წინამდებარე დებულებას, დანართი №1). III. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 7. საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 8. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით შინაგან საქმეთა მინისტრი. 9. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოების, დარგობრივი სამსახურების, ასევე პოლიციის რეგიონალური განყოფილებების უფროსებს ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. IV. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენცია პოლიციის საქმიანობაში 10. საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტი: ა) განსაზღვრავს დაქვემდებარებული პოლიციის რეგიონალური განყოფილებების, ქვეგანყოფილებებისა და სხვა დანაყოფებისა და შენაერთების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ბ) კოორდინაციას და სამსახურებრივ კონტროლს უწევს დაქვემდებარებული პოლიციის დანაყოფების საქმიანობას; გ) ახორციელებს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებებს; დ) სამომსახურეო ტერიტორიაზე ოპერატიული მდგომარეობის, მისი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სათანადო წინადადებით შედის სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტებში და კონტროლს უწევს დაყენებული წინადადებების შესრულების მიმდინარეობას; ე) საკონსულტაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს პოლიციის დაქვემდებარებულ დანაყოფებს; ზ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, მასობრივი არეულობებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს; ზ) საგანგებო, სამხედრო და სხვა ექსტრემალური მდგომარეობებისას უზრუნველყოფს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე. V. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა ა) შტაბი; ბ) კრიმინალური პოლიცია; გ) ადმინისტრაციული პოლიცია; დ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო; ე) რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველო; ვ) მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება; ზ) კანცელარია. 10. შტაბი აკონტროლებს პრეზიდენტის ბრძანებულებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმდინარეობას, შეიმუშავებს დეპარტამენტის მუშაობის მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებს; აწარმოებს ცენტრალური აპარატისა და პოლიციის რეგიონალური დანაყოფების ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის კომპლექსურ ინსპექტირებას, ცალკეული საკითხების შესწავლას; – აანალიზებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე ოპერატიულ მდგომარეობას და შეიმუშავებს ღონისძიებებს მასზე რეაგირებისათვის; – აანალიზებს ტრანსპორტზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის გაწეული მუშაობის მდგომარეობას; – ახორციელებს ძალებისა და საშუალებების მართვას, ორგანიზაციას უწევს დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე დროულ რეაგირებას, ღებულობს და დაამუშავებს სატრანსპორტო პოლიციის რეგიონალური დანაყოფებიდან შემოსულ ინფორმაციებს საქართველოში შექმნილი ოპერატიული ვითარების შესახებ; – ამზადებს სადღეღამისო კრებსებსა და აწვდის შესაბამის ხელმძღვანელებსა და დანაყოფებს; – კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის დარგობრივი სამსახურების ურთიერთქმედებას დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის ძირითად მიმართებებში; – აკონტროლებს სატრანსპორტო პოლიციის დანაყოფებში სააღრიცხვო– სარეგისტრაციო დისციპლინის მდგომარეობას; – ხელმძღვანელობს და ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილის მუშაობას; – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეწევა დეპარტამენტისა და მის  დაქვემდებარებაში მყოფი რეგიონალური და სამწყობრო დანაყოფების მუშაობის პროპაგანდას. ა) ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის ძირითადი მიმართულებებია: – ყველა დანაყოფთან აქტიური ურთიერთთანამშრომლობა, ყველა სამსახურიდან და დანაყოფიდან სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ხელმძღვანელობისათვის დროული მოხსენება და მათზე დროული რეაგირება; – ოპერატიული ვითარების საფუძვლიანი ფლობა, რეგისტრირებული დანაშაულების მიხედვით სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ დაგზავნა; – სტრუქტურაში შემავალი ყველა დანაყოფის სამორიგეო ნაწილების საქმიანობის ორგანიზაცია და მათ მუშაობაზე კონტროლი; – ხელმძღვანელობის მითითებით მიზნობრივი და ოპერატიული გემების მოქმედებაში მოყვანა; -სამორიგეო სამსახურზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და სპეცსაშუალებების აღრიცხვის ორგანიზაცია, მათი გაცემა-ჩაბარებისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; – სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ან მის დანაყოფთა საქმიანობის საკითხებზე, თანამდებობის პირთა  და მოქალაქეთა მომართვისას საცნობარო სამუშაოს ჩატარება. 11. კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის გახსნა, დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენა და დაკავება, დანაშაულის თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ა) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარება რეგიონალური და კორუმპირებული კავშირების მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ფორმირებების გამოვლენის, მათი საქმიანობის აღკვეთის მიზნით; – დამნაშავეთა სამყაროს, ქურდული ტრადიციების მატარებელი პირების, ყაჩაღების ადამიანთა გამტაცებლების, რეკეტისა და პროფესიონალური გამომძალველების დანაშაულებრივი საქმიანობის დოკუმენტირება და აღკვეთა; – ტვირთების ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლა; – პიროვნების ღირსების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სახელმწიფო და პირადი ქონების, არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის, უცხოელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა ძებნა; – გაატაროს პროფილაქტიკური სახის მუშაობა სამომსახურეო ტერიტორიაზე დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად; – მასობრივი არეულობის, რასაც თან ახლავს დარბევა, ნგრევა, აფეთქება, ცეცხლის წაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედებების, ორგანიზატორთა და მონაწილეთა გამოაშკარავება და მათ წინააღმდეგ ბრძოლა; – ბანდიტური დაჯგუფებების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა; – პირთა გამოვლენა, რომლებიც ეწევიან ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას, შესყიდვას, გადატანასა და გასაღებას; – არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის აღკვეთა-აცილება და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გახსნა; – საინფორმაციო საქმიანობა და ანალიზი. ბ) დამხმარე ძალებთან მუშაობის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – კრიმინალური პოლიციის სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზაცია, რეკომენდაციების შემუშავება, მისი ფორმებისა და მეთოდების სრულყოფისათვის დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, მიმალვაში მყოფ ბოროტმოქმედთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის საქმეში; – კანონის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და ამ საქმეში რეგიონალური დანაყოფებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევა; – საინფორმაციო საქმიანობა და ანალიზი ოპერატიული აღრიცხვის საქმეზე. გ) კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო ტრანსპორტსა და მათდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია; – მოქალაქეების, სახელმწიფო და არასახელმწიფო საწარმოო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ინტერესების დაცვა დამნაშავეთა სამყაროსაგან; – დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების გამოვლენა და აღმოფხვრა; – საინფორმაციო საქმიანობა და ანალიზი. დ) ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების ძირითადი ამოცანებია: – ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და გამოსავლინებლად მუშაობის ორგანიზაცია; – ნარკოტიკების მწარმოებელთა, გამსაღებელი, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების იმ ჯგუფთა მხილება, რომელთაც გააჩნიათ რეგიონალური კავშირები და აწარმოებენ ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანას სახელმწიფოში კონტრაბანდის გზით; – ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სტრატეგიის გამომუშავება სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და პოლიციის დანაყოფებთან ერთად; – მომწამვლელი და ნარკოტიკული ნივთიერებებით სახელმწიფოში კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის დანაყოფებთან მჭიდრო კავშირში; – საინფორმაციო საქმიანობა და ანალიზი. ე) ტვირთებზე დანაშაულებრივი ხელყოფის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების  საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – რკინიგზის მოძრავი შემადგენლობიდან, გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან ტვირთების დანაშაულებრივი ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია; – შეპირისპირების სარკინიგზო სადგურებში, პუნქტებში, საზღვაო და საჰაერო პორტებში ტვირთების უდანაკარგოდ გადაცემაზე, მათ კანონიერებაზე ოპერატიული კონტროლი, მათი დაცვისათვის საჭირო ტექნიკური პირობის შექმნის ორგანიზაცია; – მოძრავი შემადგენლობიდან ტვირთების დატაცების ფაქტის რეგისტრირების შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ადგილის დადგენა და პირველადი გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების ორგანიზაცია; – მოძრავი შემადგენლობიდან გადასაზიდი ტვირთების სხვადასხვა სახის ფარული დატაცების, მათ შორის დოკუმენტაციის გაყალბებით ოპერატიული საშუალებებით დადგენა, გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ვ) საექსპერტო-კრიმინალისტური და ოპერატიული ტექნიკის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად, კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით კვალებისა და ნივთიერი მტკიცებების აღმოჩენის დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა; – დანაშაულებათა აღკვეთა-აცილების, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა ორგანოების საგამოძიებო და ოპერატიულ– სამძებრო საქმიანობაში კრიმინალისტური საშუალებებისა და მეთოდების დანერგვა და მათი აქტიური გამოყენება; – გაწეული მუშაობის ანალიზი. ზ) ოპერატიული ტექნიკისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენების ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – სპეციალური ოპერატიული ტექნიკის გამოყენება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში; – დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფების უზრუნველყოფა სპეცტექნიკით, რადიო და სატელეფონო კავშირით. 12. ადმინისტრაციული პოლიციის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: – სამომსახურეო ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის ორგანიზაცია და კონტროლი სატრანსპორტო პოლიციის დანაყოფებში ამ მიმართულებით ჩატარებულ მუშაობაზე; – სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მათი ხელბარგის დაცვის მიზნით ოპერატიული ჯგუფებით გაცილების ორგანიზაცია და კონტროლი; – სანებართვო სისტემის საქმიანობის ორგანიზაცია და კონტროლი; – სატრანსპორტო პოლიციის დანაყოფებში საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ორგანიზაცია და კონტროლი; – სატრანსპორტო პოლიციის სამომსახურეო ტერიტორიაზე განლაგებულ სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო პორტების კუთვნილ ობიექტებზე, აგრეთვე მატარებლებზე ვაგონებისა და კონტეინერების სახელმწიფო-სახანძრო ზედამხედველობის განხორციელება; – საერთო თავდაცვის სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია; – სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და დანაყოფების საქმიანობაში მშვიდობიანიდან სამხედრო მდგომარეობაზე გადასვლა, კოორდინაციის გაწევა სამხედრო უწყებებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთმოქმედება სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად; – დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორის მუშაობის ხელმძღვანელობა; – საინფორმაციო საქმიანობა და ანალიზი. ა) მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისა და ხელბარგის დაცვის განყოფილების საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: – მოქალაქეთა, მგზავრთა პირადი უსაფრთხოებისა და მათი ხელბარგის დაცვის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი უშიშროება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ოპერატიული რეაგირება ყველა სამართალდარღვევაზე, როგორიცა: პიროვნების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მისი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის გავრცელება, მასობრივი არეულობა, რასაც თან ახლავს დარბევა, ნგრევა, აფეთქება, ცეცხლის წაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, მის ჩამდენთა გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა; – მონაწილეობის მიღება სტიქიური და სხვა სახის შემთხვევათა შედეგების ლიკვიდაციაში; – განყოფილების საქმიანობა დაფუძნებულია კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და სხვა მოთხოვნათა საფუძველზე. ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: – ეჭვმიტანილთა და განსასჯელთა მოთავსება საკნებში, შესაბამისი დოკუმენტაციის სრული დაცვით; – მათი დაკავების ვადების დაცვის უზრუნველყოფა; – ეჭვმიტანილთა და განსასჯელთა მიმართ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, კონსპირაციის დაცვა; – ეჭვმიტანილთა და განსასჯელთა სრული დაცვა, იზოლაცია დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის დროს; – მუშაობის აღრიცხვიანობა, ანალიზი. 13. კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – სატრანსპორტო პოლიციის სამსახურებისა და რეგიონალური დანაყოფებისათვის კადრების შერჩევა; – კადრების ხარისხობრივი შემადგენლობის გაუმჯობესება, მათი შერჩევა, სამსახურში დამაგრება და პროფესიული ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა; – ხელმძღვანელ მუშაკთა თანამდებობების დაკომპლექტება მაღალზნეობრივი, კომპეტენტური და ინიციატივიანი პირებით. აღნიშნულ საქმეში დემოკრატიისა და საქვეყნოების გაფართოება, დასაწინაურებელი კადრების რეზერვის შექმნა; – კადრების მომზადების პირველდაწყებითი სწავლების, საბრძოლო, სამსახურებრივი და სპორტული მომზადების ორგანიზაცია; – პირადი შემადგენლობის ზნეობრივი ამაღლება და განმტკიცება, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისადმი პასუხისმგებლობის გაძლიერება; – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაფერისი კანდიდატებით დაკომპლექტება; ახალგაზრდა აკადემიის სპეციალისტებთან მუშაობა; – პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია; – საინფორმაციო საქმიანობა და ანალიზი. ა) პირადი შემადგენლობის ინსპექციის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: – განუხრელი კონტროლის დაწესება სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებული დანაყოფების საქმიანობაში კანონიერების დაცვაზე; – პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კორუფციისა და სხვა დანაშაულებრივ გამოვლინებათა წინააღმდეგ ბრძოლა და მათი პროფილაქტიკა; – პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისა და სხვა არამართლზომიერ ქმედებათა შესახებ შემოსული ინფორმაციის შემოწმება და დადასტურებულ ფაქტებზე რეაგირება; – პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის ფაქტების პროფილაქტიკა, გამოვლენა და მათზე რეაგირება; – პოლიციის თანამშრომელთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა; – მუშაობის ანალიზი. 14. რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: – სარკინიგზო კომუნიკაციების ხიდებისა და გვირაბების დაცვის უზრუნველყოფა რკინიგზის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან ერთად; – მნიშვნელოვანი სარკინიგზო ობიექტების დაცვა; – სახალხო-სამეურნეო ტვირთით დატვირთული საბარგო მატარებელთა გაცილება და მათი დაცვა; – შეპირისპირების სადგურებში გადასაზიდი ტვირთების მიღება-გადაბარების ღონისძიებაში მონაწილეობა, მათი დაცვისათვის საჭირო ტექნიკური პირობების შექმნის ორგანიზაცია; – მუშაობის ანალიზი. 15. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი მიმართულებებია: – სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა, მათი შეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტთან; – სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების მიზნობრივი გახარჯვა და მათი კონტროლი; – კვარტალური და წლიური საფინანსო–ბუღალტრული ანგარიშების დროული და ხარისხიანი მომზადება და შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა; – კვარტალური და წლიური კრებსითი საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი წარდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტში; – ძირითადი და საბრუნავი საშუალებების ყოველწლიური ინვენტარიზაცია, როგორც დეპარტამენტში, ასევე მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფებში; – ადმინისტრაციული შენობის მომსახურება, არსებული ტექნიკის, ტრანსპორტის აღრიცხვიანობისა და მათ გამართულ მუშაობაზე კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა. 16. კანცელარიის ძირითადი ამოცანებია: – უზრუნველყოს ყველა შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, დარგობრივ სამსახურებში, პოლიციის რეგიონალურ და სამწყობრო დანაყოფებში ბრძანებების, დირექტიული და მიმოხილვითი წერილების გადაგზავნა, უზრუნველყოს საიდუმლო საქმეების წარმოების რეჟიმისა და კონსპირაციის დაცვა ოპერატიულ-სამსახურებრივ საქმიანობაში, განახორციელოს კონტროლი მოქალაქეთა წერილების მიღებაზე, განხილვაზე და სხვა; – უზრუნველყოს მუშაობის ანალიზი. დ ა ნ ა რ თ ი №1 საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა და მათი ობიექტების მომსახურების ნ უ ს ხ ა სატრანსპორტო პოლიციის დანაყოფები უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის, ქონების, ტვირთებისა და ობიექტების დაცვას და იბრძვიან დამნაშავეობის წინააღმდეგ. 1. სარკინიგზო ტრანსპორტზე: 1.1. სადგურებში, ბაქნებზე, გაჩერების პუნქტებში, მატარებლებში, ლოკომოტივებსა და სხვა მოძრავ შემადგენლობაში; 1.2. სადგურების ტერიტორიაზე და მის საზღვრებში (შემოსასვლელი შუქნიშნიდან გამავალ შუქნიშნამდე), ყველა შენობა-ნაგებობის ენერგეტიკული, სალოკომოტივო, სავაგონო და სატვირთო მეურნეობის რკინიგზის დეპარტამენტის სამსახურებრივ სათავსოებსა და სხვა ობიექტებში, რომელთაც აქვთ სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციისათვის სპეციალური დანიშნულება, მათ შორის, სატვირთო ეზოებში და საკონტეინერო ბაქნებზე (პუნქტებში), სადგურების სალიანდაგო საწყობებში, დამხარისხებელი ბაქნის რამპებში, ღია საწყობებში (პახაუზებში), ანგარებში და სხვა სამომსახურეო-ტექნიკურ ნაგებობებში და ობიექტებზე; 1.3. რკინიგზის საცალფეხო და გადასასვლელ ხიდებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, თუ ისინი მოსახლეობის საერთო სარგებლობისათვის არაა განკუთვნილი და ემსახურება სპეციალურ მგზავრებს; 1.4. სადგურებს საზღვრებს მიღმა გადასარბენებზე, რკინიგზის ლიანდაგებსა და ყრილიან ვაკისებზე; 1.5. საერთო სარგებლობის სარკინიგზო მისასვლელ გზებზე შემაერთებელი ისრიდან სასაზღვრო ძელამდე ან ნიშნამდე „მისასვლელი ლიანდაგის საზღვარი“, გარდა ლიანდაგებისა, რომლებიც იჯარითაა გადაცემული და სარკინიგზო-სამრეწველო საწარმოებისაა; 1.6. შერეულ სალიანდაგო ყაზარმებში, რომლებიც იმყოფებიან დასახელებული პუნქტის გარეთ, თუ ისინი არ ეკუთვნიან მათი საცხოვრებელი მასივის ნაწილს; 2. საჰაერო ტრანსპორტზე: 2.1. აეროდრომების ტერიტორიასა და მასზე განლაგებულ ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულია აეროდრომის საზღვრებში და აეროვაგზლის შენობაში; 2.2. საჰაერო ხომალდზე. 3. საზღვაო ტრანსპორტზე: 3.1. საქართველოს საზღვაო ფლოტის გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე, პორტების, სადგურების, ქარხნების, კომპლექსების მისადგომებთან, ასევე შინაგან და საგარეო რეიდებზე, პორტებში და მისი მსვლელობის დროს; 3.2. პორტებში, ვაგზლებში, გემთმშენებელ ქარხნებში, რომელთა პერიმეტრი განსაზღვრულია საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებით, ტვირთების შესანახ და გადასამუშავებელ ადგილებში – საზღვაო ფლოტის ბორტების ტერიტორიაზე. 4. ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში: 4.1. სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ყველა ობიექტებზე, მშენებლობის სამინისტროს იმ ობიექტებზე, რომლებიც ეწევიან სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ობიექტების მშენებლობას, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა; 4.2. რკინიგზის სადგურების, საჰაერო და საზღვაო პორტების საზღვრებში განლაგებულ სასტუმროებში, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვებისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებზე, სადგურებსა და აეროპორტებში, მათი დაქვემდებარების მიუხედავად. 5. სანებართვო სისტემის ხაზით. – ბრძანებით გათვალისწინებული ობიექტები; 6. სახანძრო ზედამხედველობის ინსპექციის ხაზით: – სატრანსპორტო პოლიციის სამომსახურეო ტერიტორიის ფარგლებში. 7. სატრანსპორტო ობიექტების მახლობლად განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არაა პოლიციის ტერიტორიული დანაყოფი და არის რეგიონალური დანაყოფი, მათ ეკისრებათ დანაშაულების შესახებ შემოსულ განცხადებებსა და შეტყობინებებზე რეაგირება, მათ შორის, პირველადი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარება დანაშაულის აცილების, გახსნის, დამნაშავეთა ძებნისა და მათი დაკავებისათვის, შემდგომ დაკავებულისა და შეგროვილი მასალების ტერიტორიული ქვემდებარეობით გადასაცემად. ანალოგიური მოქმედება ევალება ტერიტორიული პოლიციის დანაყოფს სატრანსპორტო ობიექტებზე, სადაც არაა შექმნილი სატრანსპორტო პოლიციის დანაყოფი. 8. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა საჰაერო და საზღვაო ობიექტებზე, რომლებიც არ არიან გადაცემული ოპერატიული მომსახურეობისათვის სატრანსპორტო პოლიციის დანაყოფებისათვის, ევალება პოლიციის ტერიტორიულ საქალაქო და რაიონულ განყოფილებებს. დ ა ნ ა რ თ ი №2 საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის  დეპარტამენტის სტრუქტურა ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ო ბ ა: 1. დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ს ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ი : 1. შტაბი (განყოფილების უფლებით): – საინფორმაციო-სააღრიცხვო ჯგუფი; – ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური. 2. კრიმინალური პოლიცია: 2.1. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური: – სამძებრო განყოფილება; – ორგანიზებული დამნაშავეობის, ბანდიტიზმისა და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება; – არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექცია; – ძებნის ჯგუფი – დამხმარე ძალებთან მუშაობის ჯგუფი. 2.2. კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური: – სახელმწიფო სექტორში ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება; – არასახელმწიფო სექტორში ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება; – ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ჯგუფი; – აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება; – დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება; – ფოთის ქვეგანყოფილება; – აფხაზეთის რეგიონალური ქვეგანყოფილება; – აჭარის რეგიონალური ქვეგანყოფილება. 2.3. ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება. 2.4. ტვირთების დანაშაულებრივი ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება. 3. ადმინისტრაციული პოლიცია: 3.1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილება; 3.2. მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისა და ხელბარგის დაცვის განყოფილება; 3.3. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ჯგუფი; 3.4. საერთო თავდაცვის ჯგუფი; 3.5. დროებითი მოთავსების იზოლატორი. 4. კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო. 4.1. კადრების დაკომპლექტებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილება; 4.2. პირადი შემადგენლობის ინსპექციის განყოფილება. 5. რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტების და ტვირთების დაცვის სამმართველო ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ლ ო ბ ა: სამმართველოს უფროსი; სამმართველოს უფროსის მოადგილე. ს ტ რ უ ქ ტ უ რ უ ლ ი   დ ა ნ ა ყ ო ფ ე ბ ი: შტაბი; კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილება; სამსახურის განყოფილება; მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება; კანცელარია (ქვეგანყოფილების უფლებით). ს ა მ წ ყ ო ბ რ ო    დ ა ნ ა ყ ო ფ ე ბ ი : თბილისის ათასეული; ხაშურის ათასეული; სამტრედიის ათასეული; აფხაზეთის ათასეული; ფოთის დაცვის სამსახური; ბათუმის დაცვის სამსახური; თბილისის აეროპორტის ობიექტების დაცვის სამსახური. დეპარტამენტის სახაზო დანაყოფები: 1. სატრანსპორტო პოლიციის თბილისის რეგიონალური განყოფილება: – სადგურ გორის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ მცხეთის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ კასპის პოლიციის სახაზო პუნქტი. 2. სატრანსპორტო პოლიციის თბილისი-საკვანძოს რეგიონალური განყოფილება: – სადგურ თბილისი–დამხარისხებლის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ მარნეულის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ გარდაბნის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ რუსთავის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ სადახლოს პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ახალქალაქის პოლიციის სახაზო პუნქტი. 3. სატრანსპორტო პოლიციის კახეთის რეგიონალური განყოფილება – სადგურ გურჯაანის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ საგარეჯოს პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ კაჭრეთის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ წნორის წყლის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ თელავის პოლიციის სახაზო პუნქტი; – თელავის აეროპორტის პოლიციის ქვეგანყოფილება. 4. სატრანსპორტო პოლიციის ხაშურის რეგიონალური განყოფილება: – სადგურ ქარელის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ბორჯომის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ ახალციხის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ხარაგაულის პოლიციის სახაზო პუნქტი. 5. სატრანსპორტო პოლიციის ქუთაისის რეგიონალური განყოფილება: – სადგურ ზესტაფონის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ ქუთაისი-I-ის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ რიონის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ წყალტუბოს პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ტყიბულის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ჭიათურის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ შორაპანის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ საჩხერის პოლიციის სახაზო პუნქტი; – კოპიტნარის აეროპორტის პოლიციის პუნქტი. 6. სატრანსპორტო პოლიციის სამტრედიის რეგიონალური განყოფილება: – სადგურ სამტრედია-2-ის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ სენაკის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ ინგირის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სენაკის აეროპორტის პოლიციის ქვეგანყოფილება; – სადგურ ოზურგეთის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ნატანების პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – „აეროპორტ „ მერიის“ პოლიციის პუნქტი; – სადგურ ლანჩხუთის პოლიციის სახაზო პუნქტი. 7. სატრანსპორტო პოლიციის ფოთის რეგიონალური განყოფილება: – ფოთის საზღვაო პორტის პოლიციის ქვეგანყოფილება. 8. სატრანსპორტო პოლიციის აჭარის სამმართველო: – სადგურ ბათუმის პოლიციის სახაზო პუნქტი; – ბათუმის საზღვაო პორტის პოლიციის ქვეგანყოფილება; – ბათუმის აეროპორტის პოლიციის ქვეგანყოფილება; – სადგურ ქობულეთის პოლიციის სახაზო პუნქტი. 9. აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველო: – სადგურ გაგრის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ ოჩამჩირის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება, – სოხუმის აეროპორტის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილება; – სადგურ განთიადის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ბზიფის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ახალი ათონის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ ეშერის პოლიციის სახაზო პუნქტი – სადგურ დრანდის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ კვეზანის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სადგურ გუდაუთის პოლიციის სახაზო პუნქტი; – სოხუმის პორტის საზღვაო პოლიციის პუნქტი; – სადგურ გალის პოლიციის სახაზო პუნქტი. 10. სატრანსპორტო პოლიციის თბილისის აეროპორტის განყოფილება.