„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 6 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №5 |
|
2024 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 6 ნოემბრის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 6 ნოემბრის №52 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/11/2023, 240010000.41.046.016029) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის“ მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. კანონის დარღვევის გამო დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|