საბაჟო დეპარტამენტის მუშაკთა ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №200
1997 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
საბაჟო დეპარტამენტის მუშაკთა ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 12 ივნისის №139 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით:
1. 1.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3. ეკონომიკური სტიმულირების ფონდში ჩარიცხული საბაჟო მოსაკრებლების 10 პროცენტი გადაირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.
2. ამოღებულ იქნეს 1.7. და 2.1. პუნქტები.
მინისტრი მ. ჭკუასელი