„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
001330000.22.026.017268
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №91

2024 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:

1. მე-8 ნიმუშის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საომარი მოქმედებების დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, საომარი მოქმედებების რაიონში მყოფი სამოქალაქო პირების ან თანამებრძოლის/დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისთვის;“.

2. მე-12 ნიმუშის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მედლით „დიდგორის ჯვარი“ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საომარი და საბრძოლო მოქმედებების ან სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის დროს ლიდერის თვისებების გამოვლენისათვის და გამოჩენილი მამაცობისათვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი