„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
001330000.22.026.017426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრი 

ბრძანება №139

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის სერტიფიკატის ნიმუშები №4 დანართის შესაბამისად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ:

ა) №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნიმუში 20“:

,,ნიმუში 20. მედალი „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“

 

 

1. მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების 35 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

3. მედლის ზოგადი აღწერილობა:

ა) ავერსი – ოქროს შეფერილობის მრგვალი ლითონის მედალიონზე გამოსახულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სიმბოლო – ხუთჯვრიანი კომპოზიცია ცენტრში ფარაკით, რომლის მეწამულ ველზე ამოტვიფრულია ოქროსფრად ციფრი 35 (ოცდათხუთმეტი) მუხის რტოს გამოსახულებით. ცენტრალური ჯვრის მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე ამოტვიფრულია წლები 1991 და 2026. მედალიონზე წრიულად ამოტვიფრულია წარწერა „საქართველო“ და „თავდაცვის ძალები“;

ბ) რევერსი – ოქროს შეფერილობის მრგვალი ლითონის მედალიონის შუაგულში გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმალი და დავითის შურდული;

გ) ბაფთა – ბაფთა არის ლივლივა მეწამული ფერის, შუა სევადის და ორი თეთრი თანაბარი ზომის ზოლით;

დ) მედლის ზომები: მედლის დიამეტრი – 34 მმ; მედლის სისქე – 3,5 მმ; ბაფთის სიმაღლე – 45მმ; ბაფთის სიგანე – 32 მმ.

4. მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მედალთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების №4/9 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“;

ბ) №4 დანართს დაემატოს №4/9 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2025.
როდის იქნა მიღებული „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №139. სარეგისტრაციო კოდი — 001330000.22.026.017426.
რამდენი მუხლისგან შედგება „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №139, 26.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 001330000.22.026.017426 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6721653/