„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129
სარეგისტრაციო კოდი
001330000.22.026.016676
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №129

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.გ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:“.

3. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „ნიმუში 14-ის“ :

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მედლით „თეთრი გიორგი“ ჯილდოვდებიან,  საქართველოს  თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელი პირები (მეთაური/სარდალი/უფროსი), მოქმედი ოფიცრები, სერჟანტები და კაპრალები, რომლებმაც იმსახურეს ეროვნულ გვარდიაში 3 ან მეტი წელი (გამონაკლის შემთხვევაში წელთა ნამსახურების გათვალისწინების გარეშე) და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, ეროვნული გვარდიის განვითარების, აღმშენებლობის, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების საკითხებში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მედლით „თეთრი გიორგი“ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელ პირებს (მეთაური/სარდალი/უფროსი), მოქმედ ოფიცრებს, სერჟანტებს და კაპრალებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის №2 პლანშეტის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველდღიური და სააღლუმე ფორმის „ღირსეული გვარდიელის“ სამკერდე  ნიშანზე (პლანშეტი №2/1) გამოსახულია „თეთრი გიორგი“. სამკერდე ნიშანი გადაეცემა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მოსამსახურეებსა და ეროვნული გვარდიის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, დადგენილი წესით გაცემულ „ღირსეული გვარდიელის სიგელთან“  ერთად. სამკერდე  ნიშანი არის თითბერისგან ჩამოსხმული ერთ ფერში, 3D განზომილებაში. სამკერდე ნიშნის კანტი, ყველა სახის  წარწერა და „თეთრი გიორგის“ გამოსახულება შესრულებულია ოქროსფერში, კანტში არსებული სივრცე წითელ ფერში. სამკერდე ნიშანს უკანა მხარეს არ აქვს გამოკვეთილი კონტურები და დატანილია სპეციალური სამაგრები. ზომები: სამკერდე ნიშნის სიგრძეა – 35,8 მმ, ხოლო სიგანე – 33 მმ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია