„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის N60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №93 |
|
2018 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს თანდართული „ნიმუში 14“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ნიმუში 14. მედალი „თეთრი გიორგი“
1. მედლით „თეთრი გიორგი“ ჯილდოვდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელი პირები (მეთაური/სარდალი/უფროსი), მოქმედი ოფიცრები, სერჟანტები და კაპრალები, რომლებმაც იმსახურეს ეროვნულ გვარდიაში 3 ან მეტი წელი (გამონაკლის შემთხვევაში წელთა ნამსახურების გათვალისწინების გარეშე) და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ეროვნული გვარდიის განვითარების, აღმშენებლობის, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების საკითხებში. 2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით. 3. მედლის ზოგადი აღწერილობა: ა) ავერსი – მედალი „თეთრი გიორგი“ წარმოადგენს მრგვალი ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში ამოტვიფრულია ვერცხლისფერი „თეთრი გიორგი“, ოქროსფერი შვიდი მნათობი და ოქროსფერი მთაж ბ) რევერსი – მრგვალი ოქროსფერი მედალიონის უკანა მხარეს ამოტვიფრულია წარწერა: „თეთრი გიორგი. საქართველო“. 4. მედლის ლენტი: ა) ავერსი – ესკიზის შესაბამისად; ბ) რევერსი – მეტალის ფირფიტა ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით. 5. მედლით „თეთრი გიორგი“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელ პირებს (მეთაური/სარდალი/უფროსი), მოქმედ ოფიცრებს, სერჟანტებს და კაპრალებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით და შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, მედლით „თეთრი გიორგი“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები) ეროვნული გვარდიის განვითარების, აღმშენებლობისა და საბრძოლო მომზადების ამაღლების საკითხებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
|