„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №59 |
|
2023 წლის 8 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს „ნიმუში 18“ შემდეგი რედაქციით:
,,ნიმუში 18. უწყებრივი მედალი „გიორგი ჭყონდიდელი – მწიგნობართუხუცესი“
1. მედლით „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“ ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში, სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში, საქართველოს თავდაცვის ძალებში სულიერი და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით. 3. მედლის ზოგადი აღწერილობა: ა) ავერსი – გამოსახულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰერალდიკური სიმბოლოს ნაწილი, ე.წ. ბოლნური ჯვარი, რომლის ზემოდანაც დადებულია გადაჯვარედინებული ზემოთ აღმართული ხმალი და ჭყონდიდელის კვერთხი, ცენტრში ფარაკით, რომელიც შემოსაზღვრულია წრიული ძგიდით. ფარაკზე ძოწის (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროს სამფოთოლა მუხის რტო 2 ოქროს რკოთი – ჭყონდიდელის სიმბოლო. მედლის გულის კომპოზიციის გარე და შიდა ძგიდეებს შორის ველზე განთავსებულია მუხის ფოთლების გვირგვინი, ცენტრში ოქროს გადაშლილი წიგნი ზედ დატანილი ასომთავრული ასო-ნიშნებით – ცენტრში – „გჭ“ (გჭ – გიორგი ჭყონდიდელი), მარცხნივ – მ (მ – მწიგნობართ), მარჯვნივ – უ (უ – უხუცესი). გვირგვინის მკლავები გამიჯნულია 3 შვიდქიმიანი ამობურცული ვარსკვლავით. მედალი გარე კიდეზე შემოსაზღვრულია გარე ძგიდით; ბ) რევერსი – მედლის რევერსი ზედაპირი ერთიანია ძგიდეების გარეშე. მედლის რევერსს გარშემო წრიულად მიჰყვება წარწერა – „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“. წარწერა მედლის ქვედა ნაწილში დაბოლოებულია 1 შვიდქიმიანი მცირე ვარსკვლავით. მედლის რევერსის შიდა ველში, ზედა ნახევარში განთავსებულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვემოთ განთავსებულია ხელნაწერი ნუსხური წარწერა –გ) ბაფთა არის ზურმუხტისფერი (მწვანე). ვერტიკალურად პირობითად დაყოფილია 9 ზოლად მარცხნიდან მარჯვნივ: მწვანე – 3 მმ, თეთრი – 6 მმ, მწვანე – 4 მმ, თეთრი – 1 მმ, წითელი – 6 მმ, თეთრი – 1 მმ, მწვანე – 4 მმ, თეთრი – 6 მმ, მწვანე – 3 მმ; დ) მედლის ზომები: მედლის დიამეტრი – 34 მილიმეტრი; მედლის სისქე (წიბო) – 3,5 მმ; ბაფთის სიმაღლე – 46 მილიმეტრი; ბაფთის სიგანე – 32 მილიმეტრი. 4. მედლით „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|