„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №29 |
|
2025 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის მე-19 ნიმუშის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მედლის ზომები: მედლის დიამეტრი – 34 მმ; მედლის სისქე (წიბო) – 3,5 მმ; ბაფთის სიმაღლე – 46 მმ; ბაფთის სიგანე – 35 მმ.“. 2. №3 დანართის პლანშეტი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„პლანშეტი №2
„ღირსეული გვარდიელი“ სამკერდე ნიშანი 1. ნიმუშები:
სამკერდე ნიშნის წინა მხარე სამკერდე ნიშნის უკანა მხარე
2. სამკერდე ნიშანი „ღირსეული გვარდიელი“, გადაეცემა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებს, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 3. მასალა – თითბერი (დაძველების ეფექტით), დაშტამპული ერთ ფერში. 4. სამკერდე ნიშნის ზოგადი აღწერილობა: ა) სამკერდე ნიშანი წარმოადგენს შვიდქიმიანი ვარსკვლავის ფორმის ოქროს შეფერილობის მედალიონს. ავერსზე, სამკერდე ნიშნის გულის შიდა სივრცე დაფარულია შინდისფერი ცივი მინანქრით, რომელზეც გამოსახულია თეთრი გიორგი ოქროს შეფერილობით, 3D განზომილებაში. შვიდქიმიანი ვარსკვლავის კანტის ცენტრალურ ნაწილებში გამოსახულია ჯვარი ოქროს შეფერილობით; ბ) სამკერდე ნიშანს რევერსზე არ აქვს გამოკვეთილი კონტურები. რევერსის შიდა ველში, ზედა ნახევარზე დატანილია სპეციალური ორი პეპლის ტიპის სამაგრი, ქვედა ნახევარზე დატანილია სამკერდე ნიშნის ოთხ ციფრიანი ნომერი გრავირებით; გ) ზომები: სამკერდე ნიშნის დიამეტრი – 50 მმ; სამკერდე ნიშნის სისქე (წიბო) – 2 მმ; შინდისფერი გულის (შიდა სივრცე) დიამეტრი – 25 მმ. 5. სამკერდე ნიშნით „ღირსეული გვარდიელი“ აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი, ამასთან, სამკერდე ნიშანთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების №4/8 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“. 3. ბრძანებით დამტკიცებულ №4 დანართს დაემატოს №4/8 დანართი თანდართული რედაქციით: „დანართი №4/8
.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|