„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
001330000.22.026.016867
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №11

2021 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს ,,ნიმუში 16“ შემდეგი რედაქციით:

,,ნიმუში 16. მედალი „საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა“

 

        ავერსი                             რევერსი                                   თამასა

 

1. მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა“ საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

3. მედლის ზოგადი აღწერილობა:

ა) ავერსი – ოქროს შეფერილობის მრგვალი ლითონის მედალიონზე გამოსახულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სიმბოლო – ხუთჯვრიანი კომპოზიცია ცენტრში ფარაკით, რომლის მეწამულ ველზე ამოტვიფრულია ოქროსფრად ციფრი 30 (ოცდაათი) მუხის რტოს გამოსახულებით. ცენტრალური ჯვრის მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე ამოტვიფრულია წლები 1991 და 2021. მედალიონზე წრიულად ამოტვიფრულია წარწერა „საქართველო“ და  „თავდაცვის ძალები“;

ბ) რევერსი – ოქროს შეფერილობის მრგვალი ლითონის მედალიონის შუაგულში  გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმალი და დავითის შურდული;

გ) ბაფთა არის ლივლივა მეწამული ფერის, შუა სევადის და ორი თეთრი თანაბარი ზომის ზოლით;

დ) მედლის ზომები: მედლის დიამეტრი – 34 მმ; მედლის სისქე – 3,5 მმ; ბაფთის სიმაღლე – 45 მმ; ბაფთის სიგანე – 32 მმ.

4. მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე