„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
120110000.22.026.017053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №13

2023 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120110000.22.026.016474) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  მუხლი:

მუხლი 81

1. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (მეთაური, სარდალი, უფროსი, რექტორი, დირექტორი) თანხმობით, უფლება აქვს ატაროს სამხედრო ფორმის მუქი მწვანე ფერის თბილი ქურთუკი, შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნებისა და სხვა ატრიბუტიკის განლაგების წესის დაცვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუქი მწვანე ფერის თბილი ქურთუკის ტარება დასაშვებია ყოველდღიური და საველე სამხედრო ფორმის ტანსაცმელზე.“.

3. №1 დანართის პლანშეტი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პლანშეტი №6

მუქი მწვანე ფერის თბილ ქურთუკზე“ განმასხვავებელი ნიშნებისა და სხვა ატრიბუტიკის

განლაგების წესი

1. ნიმუში:

 

თბილი ქურთუკი

                                                              

2. აღწერილობა:

ა) სამხედრო მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი წარწერა (სიგრძე არანაკლებ 135მმ და სიგანე 20 მმ) მაგრდება თბილი ქურთუკის მარჯვენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით;

ბ) სახელმწიფო დროშა (70X45 მმ) მაგრდება თბილი ქურთუკის მარჯვენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 7 სმ-ის დაშორებით;

გ) სამხედრო წოდების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი მაგრდება თბილი ქურთუკის მარჯვენა მხარეს, სამხედრო მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი წარწერის ზევით, 5 მმ-ის დაშორებით;

დ) წარწერა „თავდაცვის ძალები“ (სიგრძე არანაკლებ 135 მმ და სიგანე 20 მმ) მაგრდება კომუფლირებული პიჯაკის მარცხენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით;

ე) უშუალო ქვედანაყოფის აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი (დიამეტრი 70 მმ) მაგრდება მარცხენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 7 სმ-ის დაშორებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე