„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.10.2024 ძალადაკარგული 09.10.2024
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016404
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №27

2024 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 19/11/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016121) დამტკიცებულ  „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების:

1. მე- 3 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“  ქვეპუნქტი:

„დ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდეგში - სააგენტო) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადების დისტანციურად მიღება;“.

2. მე- 4 მუხლის „თ1“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ1) სააგენტოსთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადებების მიღება;“.

3. მე- 9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იუსტიციის დეპარტამენტი:

ბ.ა)სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ.ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;

ბ.გ) სამართლებრივი დახმარების სამმართველო.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.

1.იუსტიციის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მინისტრის აპარატში სავალდებულოდ წარსადგენი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; მინისტრის აპარატში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი წინადადების მომზადება;

დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ თანამშრომლობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა;

ე) მინისტრის აპარატის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) მინისტრის აპარატისათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ზ) მინისტრის აპარატში მომზადებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

თ) მინისტრის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/ვიზირება;

ი) სასამართლო დავებზე მინისტრის აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

კ) მინისტრის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;

მ) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია;

ნ) ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლების, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმებისა და ახალი მიდგომების მიმართულებით სხვადასხვა, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ო) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება,;

პ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მოძიება/დამუშავება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იდენტური, პრეცენდენტული გადაწყვეტილებების ანალიზი და სისტემატიზაცია;

ჟ) აფხაზეთის საზოგადოების (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების) მართლშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;

რ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ს) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდეგში - სააგენტო) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში,  ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადებების მიღება;

უ) ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად მიღებული განცხადების, მასზე დართული დოკუმენტების დამუშავება და დამუშავებული დოკუმენტაციის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული ფორმით გადაცემა;

ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის ხელშეწყობა;

ქ) აფხაზეთის მკვიდრთათვის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა) სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა;

ღ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი