ქ. თბილისის სახაზინო სამსახურის განთავსების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №180
1997 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 4 ივლისის №166 ბრძანების საფუძველზე საბიუჯეტო ორგანიზაციების და მათდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების სახაზინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოწონებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ წინადადება და თბილისის სახაზინო სამსახურების ტერიტორიული განთავსების მიზნით ვბრძანებ:
1. №1 საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების მომსახურების სახაზინო სამსახური განთავსდეს „საქართველოს ბანკის“ საოპერაციო დეპარტამენტში (ქ. თბილისი პუშკინის ქ. №3). №1 სახაზინო სამსახური მოემსახუროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს თანახმად №1 დანართისა. 2. №2 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სახაზინო სამსახური განთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში. №2 სახაზინო სამსახური მომსახურების შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის გარნიზონში დისლოცირებულ ქვედანაყოფებს. ამასთან აღნიშნულმა სახაზინო სამსახურმა სახაზინო დეპარტამენტს თვის დაწყებამდე 5 დღით ადრე გადასცეს სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური ლიმიტის დაყოფა მისი ორგანიზაციების, დისლოკაციის მიხედვით. 3. №3 თავდაცვის სამინისტროს მომსახურების სახაზინო სამსახური განთავსდეს თავდაცვის სამინისტროს შენობაში. №3 სახაზინო სამსახური მოემსახუროს თავდაცვის სამინისტრო ქ. თბილისის გარნიზონში დისლოცირებულ ქვედანაყოფებს. ამასთან აღნიშნულმა სახაზინო სამსახურმა სახაზინო დეპარტამენტს თვის დაწყებამდე 5 დღით ადრე გადასცეს სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯების ყოველთვიური ლიმიტის დაყოფა მისი ორგანიზაციების, დისლოკაციის მიხედვით. №3 თავდაცვის სამინისტროს მომსახურეობის სახაზინო სამსახურის დებულება მოყვანილ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 4 ივლისის №166 ბრძანების შესაბამისად, რისთვისაც 10 დღის ვადაში შედგენილი და დამტკიცებული იქნეს ამ სახაზინო სამსახურის დებულება. 4. №4 სახელმწიფო პროგრამებისა და სპეციალური ღონისძიებების მომსახურების სახაზინო სამსახური განთავსდეს „საქართველოს ბანკის“ მთაწმინდის ფილიალის შენობაში (ქ. თბილისი, რ. თაბუკაშვილის ქ.). №4 სახაზინო სამსახური მოემსახუროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს თანახმად №2 დანართისა. 5. №5 განათლებისა და მეცნიერების დარგების მომსახურების სახაზინო სამსახური განთავსდეს „საქართველოს ბანკის“ საბურთალოს ფილიალში (ქ. თბილისი, ბულაჩაურის ქ. №). №5 სახაზინო სამსახური მოემსახუროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს თანახმად №3 დანართისა. 6. №6 სოციალური სფეროს დანარჩენი დარგების მომსახურების სახაზინო სამსახური განთავსდეს „საქართველოს ბანკის“ ისნის რაიონის ფილიალში (ქ. თბილისი ქ. წამებულის №90) №6 სახაზინო სამსახური მოემსახუროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ორგანიზაციებს თანახმად № 4 დანართისა. 7. საკომუნიკაციო მომსახურების, საიჯარო ქირის, ელექტროენერგიისა და წყლის ღირებულების გადახდის პირობები დაზუსტდეს ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდეს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის, აღნიშნული ხელშეკრულება დაიდოს ექვსი თვის ვადით, რომლის გაგრძელება მოხდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, თუ სხვა რამ არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. 8.სახაზინო სამსახურების განთავსება დაიწყოს 1997 წლის 20 ივლისს და დამთავრდეს არაუგვიანეს 28 ივლისისა, იმ პირობით, რომ სახაზინო სამსახურებმა ოპერაციების წარმოება განახორციელონ ახალ განთავსების ადგილებზე 1997 წლის 1 აგვისტოდან. 9. დაევალოს სახაზინო სამსახურებს 20-დან 28 ივლისამდე შეატყობინონ მათ მომსახურეობაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს განთავსების ახალი ადგილი, მომსახურების გრაფიკი და „საქართველოს ბანკის“ შესაბამის განყოფილებებთან ერთად დაამზადონ ამ ორგანიზაციებისათვის სპეციალური საშვები.
მინისტრი მ. ჭკუასელი
№1 საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების სახაზინო სამსახური
№4 სახელმწიფო პროგრამებისა და სპეციალური ღონისძიებების მომსახურების სახაზინო სამსახური
№5 განათლებისა და მეცნიერების დარგების მომსახურების სახაზინო სამსახური
№6 სოციალური სფეროს დანარჩენი დარგების მომსახურების სახაზინო სამსახური
|