„ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე იურიდიული და ფიზიკური პირების ლიცენზირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №173
1997 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე იურიდიული და ფიზიკური პირების ლიცენზირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
1. დამტკიცდეს „ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე იურიდიული და ფიზიკური პირების ლიცენზირების წესი“.
2. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „ფინანსებში“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მ. ჭკუასელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოლეგია
საოქმო გადაწყვეტილება №11/4
1997 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოლეგიამ განიხილა რა ძვირფას ლითონებთან და ძვირფას ქვებთან, აგრეთვე მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების წესი, გადაწყვიტა:
1. კოლეგიამ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი „ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე იურიდიული და ფიზიკური პირების ლიცენზირების წესი.“
2. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსმა ბატონმა მ. ბეგიაშვილმა:
- ერთი თვის ვადაში ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს წინადადება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში სალიცენზიო კომისიის შემადგენლობის შესახებ;
- ამ საოქმო გადაწყვეტილების რეგისტრაციის შემდგომ ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი „ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე იურიდიული და ფიზიკური პირების ლიცენზირების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარსადგენად;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ხელმოწერიდან ათი დღის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნული ნორმატიული აქტის გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეესტრში შესატანად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
კოლეგიის თავმჯდომარე მ. ჭკუასელი
ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე იურიდიული და ფიზიკური პირების ლიცენზირების წესი
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 24 აპრილის № 465 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ“, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების 1996 წლის 19 დეკემბრის 135/330 და 136/331 ერთობლივი ბრძანებების ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა გაყიდვის წესები“ და „ძვირფასი ლითონებისა და მისი ჯართის, ასევე ძვირფასი ქვების ნაკეთობათა მოსახლეობისაგან შესყიდვის წესები“ შესაბამისად.
2. ძვირფას ლითონებზე /დანართი 1/, ძვირფას ქვებზე / დანართი 2/, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობებს განეკუთვნება:
ა) „სალომბარდო საქმიანობა“ - გულისხმობს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების, მათი გამოყენებით მიღებული ნაწარმის მიღებას გარანტად, შენახვას, გადაცემას;
ბ) „შესყიდვა“ - გულისხმობს მოქალაქეებისაგან ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ნაკეთობების, მათი ჯართისა და ნარჩენების შესყიდვას და მათ შემდგომ რეალიზაციას;
გ) „გამოყენება“ - გულისხმობს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაწარმის დამზადებას;
დ) „ძვირფასი ქვების საექსპორტო-შეფასებითი სამუშაოები“ - გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციის, ექსპერტიზის, შეფასებისა და სერტიფიკაციის სფეროში;
ე) „საკომისიო, საცალო და საბითუმო ვაჭრობა“ - გულისხმობს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების, მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმით ვაჭრობას;
ვ) „გადამუშავება და აფინაჟი“ - გულისხმობს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების რეგენერაციას (მადნიდან, ჯართიდან, ნარჩენებიდან და სხვა მასალებიდან მათი ამოღების მიზნით);
ზ) „დამუშავება“ - გულისხმობს ძვირფასი ქვების მოწახნაგებას;
თ) „სამედიცინო მომსახურება“ - გულისხმობს კბილის პროტეზის დამზადებას, შეკეთებასა და რესტავრაციას.
3. მე-2 პუნქტში აღნიშნული ყველა საქმიანობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ექვემდებარება ლიცენზირებას.
4. ძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე საქმიანობის წარმოებაზე ლიცენზიის აღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთა წესდებით ან სასამართლო დადგენილებით გათვალისწინებულია ამგვარი საქმიანობა.
5. ლიცენზიის მიღებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებზე საქმიანობის მწარმოებელი ყველა წარმოება-დაწესებულება განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, აღნიშნულ სფეროში ინდივიდუალური შრომით დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე სხვა ქვეყნების მოქალაქეები, გარდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისა, რომლებიც იყენებენ ძვირფასი ლითონების შემცველ ელექტრონული ტექნიკის, ავტომატიკის, გამშვებ-მარეგულირებელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მაკომპლექტებელ დეტალებს, აგრეთვე კინოფოტორენტგენო მასალებსა და სინთეტური ალმასის ინსტრუმენტებს.
6. დადგენილი ფორმით /დანართი 3/ ლიცენზიის გაცემას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს სალიცენზიო ბიურო, რომელიც აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს ლიცენზირების ერთიან რეესტრს.
7. სამეურნეო სუბიექტებმა სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტაცია /დანართი 4/ აკინძული ან მოთავსებული საქაღალდეში სათანადო წარწერით უნდა წარუდგინონ ფინანსთა სამინისტროს კანცელარიას.
8. ფინანსთა სამინისტროში შემოსული დოკუმენტაცია სალიცენზიო ბიუროში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას დასკვნისათვის, რომელიც 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, სწავლობს სალიცენზიო სუბიექტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მზადყოფნის მდგომარეობას და აფორმებს აღნიშნულის შესახებ აქტს /დანართი 5/. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის კონტროლისა და ანალიზის განყოფილებისა და რეგიონალური განყოფილებების მიერ დამუშავებული სრულყოფილი დოკუმენტაცია გადაეცემა სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის სალიცენზიო კომისიას, რომელიც იხილავს საკითხს და აფორმებს წერილობითი დასკვნის ოქმის სახით /დადებითს ან უარყოფითს/. ლიცენზიას ხელს აწერენ სალიცენზიო ბიუროს უფროსი და სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი (ცალკეულ შემთხვევებში - შვებულებაში, მივლინებაში, ბიულეტენზე ყოფნისას - მათი შემცვლელი პირები).
9. ლიცენზიები ფინანსთა სამინისტროს სალიცენზიო ბიუროს მიერ გაიცემა სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექიასთან შექმნილი სალიცენზიო კომისიის /საგამოცდო-საატესტაციო-საკვალიფიკაციო/ დასკვნის საფუძველზე.
10. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის სალიცენზიო კომისიის შემდგომში კომისიას/ შემადგენლობა კომპლექტდება შესაბამის სფეროში და აგრეთვე გემოლოგიის სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან. კომისიის შემადგენლობის შესახებ წინადადებას ფინანსთა სამინისტროში წარადგენს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების თაობაზე წინადადებას ამზადებს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, ხოლო გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე წესებით, ფინანსთა სამინისტროს სალიცენზიო ბიუროსა და სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ინსტრუქციებითა და მეთოდური მითითებებით.
კომისიის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე ლიცენზიის მიღების მსურველი კანდიდატების /შემდგომში კანდიდატების/ კვალიფიკაციის დადგენა. კანდიდატის კვალიფიკაციის დადგენა ხდება კომისიის მიერ კანდიდატის ატესტაციის საფუძველზე.
ატესტაციის ფორმას / ზეპირი გამოცდა-გასაუბრება, წერითი გამოცდა, ტესტირება და სხვა /ადგენს კომისია სალიცენზიო ბიუროსთან შეთანხმებით. თემატიკა, რომლის მიხედვითაც მოხდება კანდიდატების ატესტაცია, მუშავდება ინსპექციაში სალიცენზიო ბიუროს მიერ რეკომენდირებული პროგრამის მიხედვით /დანართი 6/.
კომისიის საქმიანობის მიმართულებებია:
- ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გარშემო არსებული საზღვარგარეთული და სამამულო ლიტერატურისა და ინფორმაციის განზოგადება.
- სასწავლო-მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება;
- ძვირფასი ქვების საექსპორტო-შეფასებითი სამუშაოების განმახორციელებელი კანდიდატების აკრედიტაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მზადყოფნის შესახებ.
- საატესტაციო ფორმების დამუშავება და სრულყოფა.
კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ და მისი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით.
კომისიის წევრები პასუხს არ აგებენ ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე.
11. სალიცენზიო ბიუროში ლიცენზიის რეგისტრაციის შემდეგ მისი გაცემა მფლობელზე წარმოებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის და ლიცენზიების გაცემის აღრიცხვის ჟურნალში ხელმოწერის საფუძველზე. შესაძლებელია ლიცენზია გაიცეს სხვა პიროვნებაზეც მინდობილობით.
12. სალიცენზიო დოკუმენტებზე დასკვნის ერთი პირი / ასლი/, რომლის საფუძველზეც გაიცემა ლიცენზია ინახება სალიცენზიო ბიუროში.
13. დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გაიცა ლიცენზია, სათანადო წესით ინახება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის კანცელარიაში.
14. ლიცენზია გაიცემა 2 წლის ვადით.
15. ფინანსთა სამინისტროს სალიცენზიო ბიუროში ძვირფასი ლითონებისაგან და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაწარმის დამზადებაზე ლიცენზიის მიღების შემდეგ მეწარმე სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში იღებს სახელობითი დამღის ფორმა და შიფრს.
16. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობისას ან ობიექტის შესწავლისას დადგინდა, რომ ობიექტს არ შეუძლია აწარმოოს მის განცხადებაში მითითებული საქმიანობა, მაშინ იწერება უარყოფითი დასკვნა.
17. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში ლიცენზია სამეურნეო სუბიექტზე არ გაიცემა. ეს გადაწყვეტილება განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სამეურნეო სუბიექტს წარმოდგენილი დოკუმენტაცია უკან არ უბრუნდება.
18. უარი მისი მოტივირებული დასაბუთებით წერილობით ეცნობება სალიცენზიო სუბიექტს. ამ საქმის ხელმეორედ განხილვა დაიშვება ერთი თვის გასვლის შემდეგ.
19. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ სამერნეო სუბიექტის შემოწმების შედეგად წინამდებარე წესებით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათ მიმართ ტარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები /ობიექტის დაჯარიმება ან მისი ფუნქციონირების დაუყოვნებლივ შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება/.
20. ლიცენზიის ამოღების ან ობიექტის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია აცნობებს შესაბამის რაიონულ საგადასახადო ინსპექციას. ლიცენზიის გაუქმების შესახებ ცხადდება პრესაში.
21. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც შეიცვლიან ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის მიმართულებას, დასახლებას, მისამართსა და ზემდგომ ორგანოს ან შეწყვეტენ ფუნქციონირებას, ვალდებული არიან ამის შესახებ 10 დღის ვადაში განცხადებით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სალიცენზიო ბიურო ინსპექციის დასკვნის საფუძველზე არაუგვიანეს 20 დღისა, ლიცენზია ბარდება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას. სალიცენზიო ბიუროს ეგზავნება დაბრუნებული ლიცენზიის ასლი.
22. ლიცენზიის დაკარგვის /განადგურების, მოპარვის / შემთხვევაში სამეურნეო სუბიექტმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ლიცენზიის გამცემ ორგანოს. დაკარგული ლიცენზია ექვემდებარება გაუქმებას. ძველის სანაცვლოდ ახალი ლიცენზიის მიღება წარმოებს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.
23. უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოქმედი სამეურნეო სუბიექტების გამოვლენის შემთხვევაში მათ მიმართ გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.
24. ლიცენზიებში სხვადასხვა სახის თვითნებური შესწორებების შეტანა ან ყალბი ლიცენზიებით ფუნქციონირება ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
25. ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე ლიცენზირებული იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის სალიცენზიო მოსაკრებელი განისაზღვრება არსებული წესით.
26. იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო სუბიექტს ჩამოერთმევა ლიცენზია, მან განმეორებით ლიცენზიის მიღების საკითხი სამინისტროს წინაშე შეიძლება დააყენოს ერთი წლის მერე ლიცენზიის ჩამორთმევიდან.
დანართი 1
ძვირფას ლითონებს განეკუთვნება:
ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინის ჯგუფის ლითონები (ირიდიუმი, როდიუმი, რუთენიუმი, პალადიუმი, ოსმიუმი) ნებისმიერი სახით და ფორმით: ნედლეულში, შენადნობებში, ნეხევარფაბრიკატებში, სამრეწველო პროდუქციაში, ქიმიურ შენაერთებში, ჯართში, ნარჩენებსა და სხვა.
დანართი 2
სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის კონტროლის ობიექტს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენენ შემდეგი ძვირფასი ქვები:
|
მინერალური სახე |
სახესხვაობა |
|
ალმასი (ბრილიანტი) |
ალმასი (ბრილიანტი) |
|
ბივრილი |
ზურმუხტი (მწვანე ფერის Cr), აქვამარინი, გოშენიტი (უფერო), ბივრილი (ყველა ფერის). |
|
კორუნდი (იაგუნდი) |
ლალი (წითელი ფერის Cr), საფირონი (ლურჯი), კორუნდი (იაგუნდი) |
|
ქრიზობერილი |
ალექსანდრიტი (ფერის ცვალებადობა Cr) ქრიზობერილი (ყველა ფერის). |
|
ძოწი (ჯგუფი) |
ყველა სახესხვაობა. |
|
კვარციტი (ჯგუფი) |
ამეთვისტო, ამეტრინი, ციტრონი |
|
ოლოვინი |
ქრიზოლითი (პერილოტი) |
|
ოპალი |
ყველა ფერის |
|
სპოდუმენი |
კუნციტი, ჰიდენიტი |
|
ტოპაზი |
ტოპაზი (ყველა ფერის) |
|
ტურმალინი |
ტურმალინი (ყველა ფერის) |
|
ფირუზი |
ფირუზი |
|
შპინელი |
შპინელი (ყველა ფერის) |
|
ცირკონი |
ცირკონი (ყველა ფერის) |
|
ცოიზიტი |
ცოიზიტი (ლურჯი) |
|
ქარვა |
ქარვა |
|
მარჯანი |
მარჯანი |
დანართი 3
ლიცენზია № ……….
1997 წლის ...............
დასახელება: ..............................................................................................................................
მისამართი: ................................................................................................................................
რეგისტრაცია გაიარა: ..............................................................................................................
ეძლევა უფლება: .......................................................................................................................
შემდეგი პირობების დაცვით:
1. ფინანსთა სამინისტროს შეუძლია ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოქმედ კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეუძლია ლიცენზიის გაუქმება თუ იურიდიული პირის მხრიდან დარღვეული იქნება ლიცენზირების წესით განსაზღვრული პირობები.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ აგებს პასუხს იურიდიული პირის ფინანსური საქმიანობის შედეგებზე.
4. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
1997 წლის .................................................................
1999 წლის .................................................................
ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს.
სალიცენზიო ბიუროს უფროსი ნ. ბაგრატიონი
სასინჯი ზედამხედველობის სახ.
ინსპექციის უფროსი მ. ბეგიაშივილი
რეგისტრაცია №............................
დანართი 4
ლიცენზიის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი
1. განცხადება (ან წერილი) ფინანსთა სამინისტროს სახელზე;
2. სასამართლოს დადგენილება (ასლი), ძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებზე საქმიანობის მითითებით;
3. საგადასახადო ინსპექციაში რეგისტაციის მოწმობა (ასლი);
4. წესდების ასლი აკინძული (იურიდიული პირებისათვის);
5. ცნობა სანეპიდსადგურიდან (მხოლოდ „გადამამუშავებელი“ ობიექტებისათვის);
6. ცნობა ფართის საკუთრებაზე ან ხელშეკრულება ფართის იჯარაზე;
7. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის სალიცენზიო კომისიის დასკვნა;
8 სალიცენზიო მოსაკრებლების ქვითრები.
დანართი 5
ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე სალიცენზიო ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მაჩვენებელი აუცილებელი ნუსხა
ა) „სალომბარდო საქმიანობაზე“
ბ) „შესყიდვაზე“
1. მეტროლოგიური სამსახურის მიერ დამოწმებული 0,01 გრ. სიზუსტის სასწორი საწონებით,
2. სეიფი (ცეცხლგამძლე), რკინის კარადა,
3. სააღრიცხვო ჟურნალი
4. სასაქონლო ქვითრები
5. ინსტრუქცია
6. სასინჯი რეაქტივები
გ) „გამოყენებაზე“
1. მოქმედი სახელობითი დამღი,
2. მეტროლოგიური სამსახურის მიერ დამოწმებული 0,01 გრ. სიზუსტის სასწორი საქონებით,
3. სეიფი (ცეცხლგამძლე), რკინის კარადა
4. სააღრიცხვო ჟურნალი
5. სასაქონლო ქვითრები
6. შიდა საწარმოო ინსტრუქცია
7. ხარჯვის ტექნიკურად დასაბუთებული ნორმები
8. დადამღვის ფასები
9. საშლიფი მტვერდამჭერით.
10. სასინჯი რეაქტივები
11. სამუშაო მაგიდა, ინსტრუმენტები, სამარჯვები
12. ღუმელი საჩამომსხმელო.
დ) „ძვირფასი ქვების საექსპორტო-შეფასებითი სამუშაოების“ სფეროში დასაქმებული პირების აკრედიტაციისათვის;
1. ექსპერტ-შემფასებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი,
2. ბრილიანტის ტესტირი,
3. 10 ლუპა (აპლანატურ-აქრომატული)
4. კარატმზომი (ლევერიჯის საზომი ცხრილები)
5. კოლორსკოპი და ფერის ეტალონები
6. სპეციალიზებული დღის სინათლის ნათურა
7. სასწორი 0,01 კარატი სიზუსტით, დამოწმებული სახ. სტანდარტის მიერ,
8. რეფრაქტომეტრი,
9. პოლარისკოპი პონოსკოპით,
10. სპექტროსკოპი
11. ულტრაიისფერი ნათურა
12. ბინოკლური ანგემოლოგიური მიკროსკოპი
13. იმერნიონსკოლი
ე) „საკომისიო, საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე“
1. მეტროლოგიური სამსახურის მიერ დამოწმებული 0,01 გრ. სიზუსტის სასწორი საწონეებით.
2. იზოლირებული სექცია დახლით ან ვიტრინით,
3. სეიფი
4. სააღრიცხვო ჟურნალი
5. სასაქონლო ქვითრები
6. თითოეულ ნაკეთობაზე იარლიყი, ნაკეთობის ყველა მახასიათებლის აღნუსხვით,
7. დადამღვის ფასები
8. ვაჭრობის წესები
ვ) „გადამუშავება“
1. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების რეგენერაციის ტექნოლოგიური რუკა
2. დანაკარგების ნორმები
3. სეიფი (ცეცხლგამძლე), რკინის კარადა
4. ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისი დამჭერი (მტვერდამჭერი, საფილტრი, დამლექავი და სხვა) საშუალებები.
5. სასასწორე მეურნეობა
6. სააღრიცხვო დოკუმენტაცია
7. შიდა საწარმოო ინსტრუქცია
ზ) „დამუშავება“
1. ძვირფასი ქვების მოწახნაგებისათვის საჭირო ტექნოლოგიური მოწყობილობა-დანადგარი,
2. კარატმზომი
3. სასწორი სიზუსტით 0,01 კარატი, დამოწმებული სახ. სტანდარტის მიერ,
4. 10 ლუპა (აპლანატურ-აქრომატული)
5. ძვირფასი ქვების დანაკარგების ნორმები, დასამუშავებელი მასალის დიაგნოსტიკური მახასიათებლების მიხედვით
6. ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისი დამჭერი (მტვერდამჭერი, საფილტრო, დამლექავი და სხვა) საშუალებები.
7. სპეციალიზებული დღის სინათლის ნათურა
8. სააღრიცხვო დოკუმენტაცია
9. შიდა საწარმოო ინსტრუქცია
10. სეიფი
თ) „სამედიცინო მომსახურება“
1. სასასწორე მეურნეობა.
2. სეიფი (ცეცხლგამძლე) რკინის კარადა
3. დანაკარგების ნორმები
4. სააღრიცხვო დოკუმენტაცია
5. შიდა საწარმოო ინსტრუქცია
6. ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისი დამჭერი (მტვერდამჭერი, საფილტრო, დამლექავი და სხვა) საშუალებები.
დანართი 6
ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე ცალკეული სახეობის საქმიანობის წარმოებაზე ლიცენზიების მიმღები სუბიექტების საატესტაციო თემატიკა
1. ძვირფასი ლითონები და ძვირფასი ქვები, მათი სახეობები.
2. ფინანსთა სამინისტროს სალიცენზიო ბიურო; მისი არსი და ფუნქციები.
3. ძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებზე ოპერაციების მწარმოებელი სუბიექტების ლიცენზირების წესი.
4. სალიცენზიო მოსაკრებლების განსაზღვრისა და გადახდის წესი.
5. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, მისი არსი და ფუნქციები.
6. ლიცენზირებული სუბიექტების მოვალეობანი და მათი პროფესიონალური პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე.
7. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების მოხმარების სფეროში საქართველოს საკანონმდებლო, სამთავრობო, ინსტრუქციული ნორმატიული დოკუმენტების შინაარსი.
- საქართველოში საიუველირო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობებისათვის დადგენილი სინჯები,
- საქართველოს ეროვნული დამღები
- ძვირფასი ლითონების სხვადასხვა სინჯის დადგენა
- ძვირფასი ქვების საექსპერტო-შეფასებითი სამუშაოები
8. ძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებზე ოპერაციების წარმოების თავისებურებანი.
- ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა გაყიდვის წესი;
- ძვირფასი ლითონებისა და მისი ჯართის, ასევე ძვირფასი ქვების ნაკეთობათა მოსახლეობისაგან შესყიდვის წესები
ძვირფას ლითონებთან და ძვირფას ქვებთან სალომბარდო ოპერაციების წარმოების ზოგადი წესები
- ძვირფასი ლითონებისაგან და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობათა დამზადების, შეკეთებისა და რესტავრაციის წესები.
9. ძვირფასი ლითონებით ვაჭრობის საფონდო და სავალუტო ბირჟებზე.
10. ელემენტარული ცნობები გემოლოგიიდან:
- გემოლოგიის არსი
- ძვირფასი ქვები, მათი კლასიფიკაცია ფორმის, ფერის, ზომის მიხედვით
- ძვირფასი ქვების იდენტიფიკაცია, ექსპერტიზა, შეფასება, სერტიფიკაცია.