„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №337 |
|
2024 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-13 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის სქემებს, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას;“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა – „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებული შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა – (ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან ინსტალაციები ბოლო მომხმარებლამდე, მათ შორის, საერთო საკუთრებაში არსებული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია სადენიანი დაშვების ქსელების ან/და უსადენო დაშვების ქსელების განსათავსებლად და სადაც ამ ქსელებით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება და შენობის დაშვების წერტილის ქსელის ტერმინაციის წერტილთან მიერთება).“.
2. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. I კლასის ელექტროგადამცემი ხაზის, კავშირგაბმულობის ხაზის/ქსელის, გაზსადენის, წყალსადენის ან წყალარინების მილის მშენებლობისას, არ არის სავალდებულო, განცხადებას თან დაერთოს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან საზოგადოებრივ სივრცეში ამ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, 5 დღის ვადაში დაადგინოს განცხადების შესაბამისობა და განცხადება, თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად, წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს (მათ შორის, სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განკარგვაზე თავად არის უფლებამოსილი). სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში. ასეთი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მისი განხორციელების შესაძლებლობას ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო წერილობით ადასტურებს განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანო(ები)ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2024.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №337. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.10.003.024732.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №337, 07.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.024732 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6286770/