შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №414

2024 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი ს “რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის და პირობების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №235/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაუქმდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404474172)  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით – 860714 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ რეგისტრაციის თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2014 წლის 15 ივლისის №707 განკარგულება.

3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი  (პირადი ნომერი: 01036002403).

4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული). იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

გიორგი გოგუაძე

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის 

უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2024.
როდის იქნა მიღებული „შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“?
„შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 07.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №414.
სად არის „შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“, №414, 07.10.2024 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6287057/