„ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №340 |
|
2024 წლის 8 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2022, 300160070.10.003.023579) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხეტყე სამართალდარღვევის ადგილიდან წაღებულია და შეუძლებელია ხის ტაქსაციური დიამეტრის დადგენა, მაშინ ტაქსაციური დიამეტრის დასადგენად გამოიყენება დანართებით − 18–23-ით გათვალისწინებული ფესვის ყელის, ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრის ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანის) შესაბამისი ცხრილები და ფორმულები. ანალოგიურად, თუ უკანონოდ მოპოვებული (მოჭრილი) ხეტყე მთლიანად ან ნაწილობრივ წაღებულია ან მოჭრილი ხის მთლიანობა დარღვეულია (დაჭრილია) და ჯირკის გადანაჭერზე შეინიშნება ხმობის, ფაუტიანობის ან ღრუიანობის ნიშნები, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება მე-4 დანართის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო თუ ჯირკის გადანაჭერზე არ შეინიშნება ხმობის, ფაუტიანობის ან ღრუიანობის ნიშნები, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება მე-4 დანართის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. 2. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით (სარგებლობით) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას, მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის მაკორექტირებელი С კოეფიციენტის (C=5, გარდა ქვიშა-ხრეშისა, სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენისა (წიდა) და მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) გათვალისწინებით. ქვიშა-ხრეშის უკანონო სარგებლობისას მაკორექტირებელი კოეფიციენტი − C=25, სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) უკანონო სარგებლობისას მაკორექტირებელი კოეფიციენტი − C=2000, ხოლო მიწისქვეშა მტკნარი წყლის უკანონო სარგებლობისას მაკორექტირებელი კოეფიციენტი − C = 10.“; ბ) მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) Q – უკანონოდ მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა, შესაბამის ზომის ერთეულებში. მიწისქვეშა წყლის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში წყლის ოდენობა გამოითვლება კონკრეტული დროის პერიოდისთვის (კონკრეტული დროის პერიოდის უკუათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდება მიწისქვეშა წყლების უკანონო მოპოვების შესახებ (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა), ხოლო, თუ რეგულირების ობიექტზე წინა პერიოდში განხორციელებულია ინსპექტირება, რომლითაც მიწისქვეშა წყლების უკანონო სარგებლობის შესახებ ფაქტი არ გამოვლენილა აღნიშნული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში პერიოდის ათვლა დაიწყება წინა პერიოდში განხორციელებული ინსპექტირების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა);“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი (გარდა ქვიშისა ან/და ხრეშისა და ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) განისაზღვრება 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარითა და მის ზევით, ხოლო ქვიშის ან/და ხრეშის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარითა და მის ზევით.“; დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ სახეზეა მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლის ჩამოსხმის მიზნით) გამოყენება, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი დგება/განისაზღვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი არის 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი ან მეტი და ამავე დროს გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელმა პირმა იგივე ქმედება ჩაიდინა განმეორებით.“. 3. მე-18 − 23-ე დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 18
ფესვის ყელის, ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრების ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი, ნაძვისა და სხვა წიწვოვანი სახეობებისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი ან ფესვის ყელის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცემულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულები: ნაძვი − Dt = 0.91 x Dძირკვი; ნაძვი – D t = 0.7171 x Dფ + 0.3205. 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, ნაძვის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 12 სმ-იდან 14 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ, 15 სმ-დან 17 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა. შ.
დანართი 19
ფესვის ყელის, ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრების ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი, სოჭის სახეობისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი ან ფესვის ყელის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცემულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულები: სოჭი − Dt = 0,93 x Dძირკვი; D t = 0.8015 x D ფ + 0.3946. 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, სოჭის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 11 სმ-დან 12 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 13 სმ-დან 15 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა. შ.
დანართი 20
ფესვის ყელის, ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრების ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი ფიჭვის სახეობისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი ან ფესვის ყელის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცემულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულები: ფიჭვი − Dt = 0.88 x Dძირკვი; ფიჭვი – D t = 0.7097 x Dფ + 0.066. 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, ფიჭვის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 12 სმ-დან 14 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 15 სმ-დან 17 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა. შ.
დანართი 21
ფესვის ყელის, ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრების ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი მუხის (ყველა სახეობა), წაბლის, თელის (ყველა სახეობა), ძელქვის, იფნის, კაკლის, ლაფანის, პანტის (ყველა სახეობა) და თუთის სახეობებისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი ან ფესვის ყელის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცემულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულები: მუხა − Dt = 0.84 x Dძირკვი; მუხა – D t = 0.8147 x Dფ – 4.1349. 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, მუხის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 14 სმ-დან 16 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 17 სმ-დან 19 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა. შ.
დანართი 22
ფესვის ყელის, ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრების ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი წიფლის, ჭადრის, ევკალიპტის (ყველა სახეობა), ვერხვისა (ყველა სახეობა) და ცაცხვის სახეობებისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი ან ფესვის ყელის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცემულ დიამეტრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულები: წიფელი Dt = 0.89 x Dძირკვი; წიფელი D t = 0.7034 x Dფ – 0.5706. 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, წიფლის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 13 სმ-დან 15 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 16 სმ-დან 18 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა. შ.
დანართი 23
ფესვის ყელის, ძირკვის გადანაჭერისა და ტაქსაციური დიამეტრების ურთიერთდამოკიდებულების (გადასაყვანი) ცხრილი რცხილის, ნეკერჩხლის (ყველა სახეობა) აკაკის, თხმელის (მურყანი), ჯაგრცხილისა და სხვა ფოთლოვანი სახეობებისათვის
შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ ძირკვის დიამეტრი ან ფესვის ყელის დიამეტრი აღემატება ცხრილში მოცემულ დიამეტრებს, გამოყენებულ უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმულები: რცხილა − Dt = 0.83 x Dძირკვი; რცხილა – D t = 0.6967 x Dფ + 0.2453. 2. ცხრილში მოცემულია ძირკვის დიამეტრის ზედა ზღვარი, მაგალითად, რცხილის შემთხვევაში, ძირკვის დიამეტრი თუ იქნება 13 სმ-იდან 14 სმ-ის ჩათვლით, მაშინ ტაქსაციური დიამეტრი იქნება 8 სმ. 15 სმ-იდან 17 სმ-ის ჩათვლით ტაქსაციური დიამეტრი იქნება 10 სმ და ა. შ.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.10.2024.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №340. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.024735.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №340, 08.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024735 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6287210/