სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 3 24 00002560
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 3 24 00002560

2024 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი   

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 04 მარტის №02-49/ო ბრძანება. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „ავერსის კლინიკაზე“ (ს/ნ 212002580, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №27ბ) გაცემული „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000006) და ლიცენზიის დანართები შემდეგ საქმიანობებში:

ა) „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000011);

ბ) „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000012);

გ) „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000013).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 29 ივლისის (№REG 7 24 00002050) ბრძანება „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ (ფილიალი) და, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „ავერსის კლინიკაზე“ (ს/ნ 212002580, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16ე) მინიჭებული პათოლოგანატომიური საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება შემდეგი დანართებით: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ და „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს, ლიცენზიის და პათოლოგანატომიური საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ავერსის კლინიკის“ (ს/ნ 212002580) გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის განცხადება: №852911, 09.08.2024წ.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ლეილა ქოჩიაშვილ