⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.12.2005)
გაუქმებულია:

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 19.08.1998
ძალის დაკარგვა 12.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 000000290.01(2).003.000355 3
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
2,779 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.08.1998 მიღება
12.12.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №95 1998 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს 1996 წლის კანონის შესაბამისად (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, №1-2/33-34/7) 27-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი”. 2. ეს ბრძანება ოფიციალურად გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის განმავლობაში. 3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., 19 ნოემბერი) 61-ე მუხლის შესაბამისად ამ ბრძანების ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვალოს მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალური გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.    მინისტრი                                                                                       ნ.ჩხობაძე                    დებულება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” კარი I ზოგადი ნაწილი თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა “ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულება წინამდებარე დებულება მომზადებულია საქართველოს კანონის „ცხოველთა სამყაროს შესახებ” 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის შესასრულებლად. მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. მუხლი 3🔗. კანონმდებლობის სისტემა ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში კანონმდებლობის სისტემა ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში შედგება „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. მუხლი 4🔗. დებულების მიზნები და ამოცანები დებულების მიზანს წრმოადგენს განსაზღვროს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესები, ვადები, აგრეთვე განსაზღვროს მათი მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი. თავი II. კომპეტენციები ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში მუხლი 5🔗. საქართველოს უმაღლესი  ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონით,  სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 6🔗. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 7🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციები ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციები ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის რეგულირების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. კარი II ძირითადი ნაწილი თავი III. ნადირობის საშუალებანი და წესები მუხლი 8🔗. ნადირობის წესები 1. სამოყვარულო და სპორტული ნადირობის უფლება ეძლევათ მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებს. 2. ნადირობის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”. 3. მოსაპოვებელი ცხოველების რაოდენობა განისაზღვრება გაცემული ლიცენზიის პირობებით. 4. ყველა სახეობაზე, გარდა გადამფრენი ფრინველებისა (მწყერი, მტრედი, ქედანი, გვრიტი, გოჭა (დუპელი), ჩიბუხა (ბეკასი), ღალღა, ჭაობის ქათამი, ჭყინპო (გარშნეპი), ტყის ქათამი, ბატი, იხვი, მელოტი) ნადირობა რეგულირდება დებულებით „სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლის და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიაზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ”. 5. გადამფრენ ფრინველებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ რეგიონალური სამსახურების მიერ, რომლთა ტერიტორიაზეც იწარმოებს ნადირობა, წინასწარ დადგენილი კვოტის ფარგლებში ან, გამონაკლის შემთხვევაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების  დაცვის დეპარტამენტში (ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული სუბიექტის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სანადირო ტერიტორია ემიჯნება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ნადირობის დაწყებისათვის მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში მოსავალი აღებული უნდა იქნეს). 6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 7. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. 8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. 9. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დრო, გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველგვარი შამბნარის დაწვა. ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა. გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება. დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება. ე)  ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამსა ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე; ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით. თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას  ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშულებებით დევნის შედეგად  მოქანცვამდე მათი მიყვანით. ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით. მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით). ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად. ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით”) ყოველგვარი გარეული ნადირისა და   ფრინველის მოპოვება. პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანითა და საფანტით. მუხლი 9🔗. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები _  შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის არსებობისას); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით. მუხლი 10🔗. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი 1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე.წ. „ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით; დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით; 2. აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება. 3. ნადირობა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებსა და აკრძალული (მათ შორის არარეგისტრირებული და რეგისტრაციის ვადაგასული) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად. მუხლი 11🔗. ლიცენზიის გაცემის წესი 1. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა; ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ერთჯერად სახელობით ლიცენზიას აქვს შემდეგი სახის ფორმა: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია №............ 1. ლიცენზიის გამცემი ორგანო : ......................................................................... 2. ლიცენზიის მფლობელი: ...................................................................................... 3. სარგებლობის სახეობა: ......................................................................................... 4. მოპოვების რაიონი: ................................................................................................. 5. მოსაპოვებელი ობიექტის დასახელება და ამოსაღები ოდენობა: ........ ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. 6. მოპოვების საშუალებები: ...................................................................................... .................................................................................................................................................. 7. გადასახადის ოდენობა: ........................................................................................... .................................................................................................................................................. .................................................................................................................................................. 8. გადახდის წესი: .......................................................................................................... 9. ლიცენზია ძალაშია: ”.........” წლის ”............” ”..................................” დან                    ”.........” წლის ”............” ”..................................” მდე                            ხელმოწერა ....................................................... ბ.ა.                 “.........” “...................................” “............” წელი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის ყუა №............ 1. ლიცენზიის გამცემი ორგანო : ......................................................................... 2. ლიცენზიის მფლობელი: ...................................................................................... 3. სარგებლობის სახეობა: ......................................................................................... 4. მოპოვების რაიონი: ................................................................................................. 5. მოსაპოვებელი ობიექტის დასახელება და ამოსაღები ოდენობა: ........ ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. 6. მოპოვების საშუალებები: ...................................................................................... .................................................................................................................................................. 7. გადასახადის ოდენობა: ........................................................................................... .................................................................................................................................................. .................................................................................................................................................. 8. გადახდის წესი: .......................................................................................................... 9. ლიცენზია ძალაშია: ”.........” წლის ”............” ”..................................” დან                    ”.........” წლის ”............” ”..................................” მდე                 ლიცენზია მივიღე (ხელმოწერა): .......................................................                    “.........” “...................................” “............” წელი თავი IV. თევზჭერის წესები მუხლი 12🔗. თევზჭერის წესები 1.თევზჭერა (გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა) ნებადართულია მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიით.  2. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”. 3. მოსაპოვებელი თევზის რაოდენობა განისაზღვრება გაცემული ლიცენზიის პირობებით. 4. აკრძალულია თევზჭერა მთელი წლის განმავლობაში: ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში; ბ) კაშხლებთან და არაუხლოეს 500 მეტრისა  და ხიდებთან არაუახლოეს 50 მეტრისა; გ) მდ. შავწყალაში  და მის შესართავში ორი კმ-ის მანძილზე ორივე მხარეს და ზღვის სიღრმეში სამი კმ-ის მანძილზე; ასევე მდინარეებზე:  ფსოუ, ხიფსთა, ბზიფი, გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვა, ოქუმი, კინტრიში, მაჭახელა, და მათ შენაკადში; დ) მდ. რიონში -- შესართავიდან სოფ. ვარციხემდე, ყველა შენაკადში; ე) მდ. ხრამში -- სოფ. ლეჟბადინიდან წითელხიდამდე; ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60 მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი-ანაკლიის უბანზე 120 მეტრიანი იზობათის ფარგლებში. ზ) პალიასტომისა და რიწის ტბებში (განსაკუთრებულ განკარგულებამდე). 5. აკრძალულია შემდეგი სახეობის თევზების ჭერა: ა) ორაგულისა _ მდინარეებსა და ზღვაში მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ განკარგულებამდე; ბ) ზუთხისებრებისა _ შავ ზღვაში და მასში ჩამავალ მდინარეებში მთელი წლის განმავლობაში; გ) სუფსა-გონიოს რაიონში შემოსვლის შემთხვევაში კეფალის ჭერა დაშვებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. დ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშიის შერეული კონცენტრაციის დროს მათი გამოზამთრების ადგილებში, თუ აზოვის ქაფშიის რაოდენობა 25%-ს აღემატება; ე) დელფინი (ყველა სახეობა)  - მთელი წლის განმავლობაში. 6. სარეწაო ზომის ზუთხისებრთა შემთხვევითი თანჭერა დასაშვებია მხოლოდ ზღვაში ჩასაგმელ სარეწ იარაღებში (დიდბადის ჩათვლით). 7. აკრძალვის დაწესების ვადა შეიძლება შეცვლილ იქნეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ სამეცნიერო ორგანიზაციებთან შეთანხმებით 30 დღით წინ ან უკან. 8. დელფინის (ყველა სახეობა) შემთხვევითი თანჭერის დროს ცოცხალი ინდივიდი ექვემდებარება საბინადრო გარემოში გაშვებას, ხოლო დაღუპული ეგზემპლარი უნდა ჩაბარდეს შესაბამის სამეცნიერო ორგანიზაციას. 9. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტს უფლება აქვს გასცეს ლიცენზია თევზჭერაზე შიგა წყალსატევებში და შავი ზღვის აკვატორიაში სამეცნიერო-კვლევითი, საკონტროლო, აღწარმოების, სათევზმეურნეო მელიორაციის და სადედე ჯოგის ფორმირების მიზნით წლის ნებისმიერ დროს, ჭერის ყოველგვარი იარაღით სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებთან შეთანხმებით. 10. თევზჭერის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები გაიცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის მიერ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე; (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა). 11. შავ ზღვაზე თევზჭერის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები შესაძლებელია გამოიწეროს ადგილებზე ამ მიზნით მივლინებული ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის პასუხისმგებელი მუშაკების მიერ. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ლიცენზიების ადგილებზე გამოწერა შეიძლება განხორციელდეს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების მიერ.  12. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არ არის შეზღუდული მოსარგებლის მიერ თევზის მარაგით სარგებლობის პერიოდი, ლიცენზიები გაიცემა ამა თუ იმ წყალსატევისათვის სხვადასხვა სახეობის თევზისათვის განსაზღვრული ვადით, ამავე დროს ლიცენზია გამოიწერება ორჯერ თევზჭერის დაწყებისა და ახალი საანგარიშო წლის დასაწყისში. თუ მოსარგებლეს არ ძალუძს განაცხადში მოყვანილ დასაჭერი თევზის რაოდენობაზე სალიცენზიო მოსაკრებლის ერთჯერადი გადახდა, ლიცენზიები გამოიწერება ეტაპობრივად. მუხლი 13🔗. თევზსაჭერ ბადე-იარაღებთან დაკავშირებული აკრძალვები აკრძალულია: ა) მცურავი ბადეების ხმარება ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით; ბ) ყველა სახის სათრევი და დიდბადეების გამოყენება, რომელთა ბადის ამძრავის სიგრძე ფართის 1/3-ს აღემატება; გ) ჩასადგმელი დიდბადეების გამოყენება, რომელთა სიგრძე 900 მეტრზე მეტია, ხოლო ორ დიდბადეს შორის მანძილი -  600 მეტრზე ნაკლები; დ) ბადეების და ჩასადგმელი დიდბადეების ფრთების დაყენება ზღვის სანაპირო ზოლში 20 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ნაპირიდან - 1 მარტიდან 30 ივლისის ჩათვლით; ე) წვრილი სტავრიდის ჭერა, ქაფშიის ქისა დიდბადეებით; ვ) ფსკერის ტრალების გამოყენება; ზ) ქაფშიის ჩასადგმელი და ქაშაყის დიდბადის ხმარება, შავ ზღვაში ჩამავალ მდინარეებში; თ) ყველა სისტემის ჩასადგმელი დიდბადეების ,,ვენტერების” და ბადეების გამოყენება მდინარის განშტოებებსა და მის ახლოს შექმნილ გუბურებში; ი) კატრანის ბადის გამოყენება მდინარეებში, ლიმანებსა და ყურეებში; კ) დიდბადის გამოყენება ტაბაწყურის ტბაში - 1 ივლისიდან 31 სექტემმბრის ჩათვლით. სასალიკო უბნებზე ,,კოლხოზსა,, და ,,მოლიტში,,. ლ) მდინარის ან მისი შენაკადის კალაპოტის საგნის 2/3-ზე მეტის დაკავება სარეწი იარაღით და სხვა თევზსაჭერი მოწყობილობით, აგრეთვე ერთდროულად ან რიგრიგობით ბადის მოსმა მდინარის ნაპირებიდან მის საპირისპიროდ; მ) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება; ნ) თევზის ჭერა ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატებით, მჩხვლეტავი ხელსაწყოებით, აგრეთვე ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღით; ო) თევზის ჭერა დევნისა და დაფრთხობის ხერხების გამოყენებით; პ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვის გარეშე რეწვა ახალი ტიპის ბადის და ახალი ხერხის გამოყენებით. მუხლი 14🔗. სამოყვარულო თევზჭერა 1. სამოყვარულო თევზჭერა ნებადართულია: ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით არაუმეტეს 1 ნემსკავისა ერთ მეთევზეზე; ბ) ერ ნემსკავიანი რგოლებით არაუმეტეს ათი ცალისა ერთ ნავზე ზღვაში; გ) ათნემსკავიანი ერთი თვითმატყუარით ერთ მეთევზეზე ზღვაში; დ) ჩოგან-ბადით არაუმეტეს ერთი მეტრი დიამეტრისა, ფორების ზომით არანაკლებ 20 მმ-ისა ერთ მოყვარულზე; ე) სასროლი ბადეებით საქართველოს შიდა წყლებში ფორის ზომებით არანაკლებ 20 მმ-ისა 1 სექტემბრიდან შემდეგი წლის 30 აპრილის ჩათვლით; მუხლი 15🔗. ფორების ზომა სარეწ იარაღებში 1. სარეწ იარაღებში ფორების ზომა განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით: დიდბადე სათრევი და სხვა სარეწი იარაღები (მმ) ბადეები (მმ) პარკი უბე ბადის ამძრავი ბადის ფრთები 1. გლოსა (კამბალა) 40 44 50 50 2. სტავრიდა, სკუმბრია 12 14 16 22 3. ქაფშია 6.5 -- -- -- 4. ბარაბული 10 -- -- -- 5. სიგი 34 36 38 -- 6. კალმახი საღამოს ტბაში 34 36 38 -- 7. ველური კობრი ანუ გოჭა, ფარავნის ტბაში, ჯანდარისა და ხრამის წყალსაცავებში 50 60 70 -- 8. კალმახი 34 36 38 40 9. ხრამული თბილისის წყალსაცავში 20 28 32 -- 10. კამბალა-კალკანი -- -- -- 180 11. ქაშაყი -- -- -- 28 12. ტარანი, ვიმბა -- -- -- 38 13. კაპარჭინა და ველური კობრი -- -- -- 50 14. ხრამული, კალმახი, ფარავნის ტბაში -- -- -- 36 15. ევროპული ჭაფალა ფარავნის ტბაში 20 24 26 -- 16. ევროპული ჭაფალა ტაბაწყურის ტბაში 16 18 20 -- 2. საკეფალე წრიულ დიდბადეებში და სათრევი ბადის ფორების ზომა უნდა შეადგენდეს: უბეში - 20 მმ, ფრთებსა და ამძრავში - 22 მმ; 3. ქაშაყის ჩასაგები და სათრევი ბადის ფორების ზომა უნდა შეადგენდეს: უბეში -  26 მმ, ამძრავში -  28 მმ, ფრთებში 30 მმ; 4. ქაშაყის ჩასადგმელი დიდბადის ფორების ზომა უნდა შეადგენდეს: უბეში - 20 მმ, საპირეში (ამძრავში) - 18 მმ; 5. კონუსურ ბადეში წვრილი სტავრიდის საჭერად ელექტროშუქზე, ფორების ზომა უნდა შეადგენდეს: შიდა კონუსში - 12 მმ, გარე კონუსში -  14 მმ; 6. ,,ვენტერებში” ფორების ზომა უნდა შეადგენდეს: ცენტრალურ ნაწილში - 30 მმ, უბეში და ფრთებში 40 მმ. მუხლი 16🔗. თევზჭერის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის გაცემის წესი 1. თევზჭერის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები; ვ) განმცხადებლი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები; ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობების შესახებ.  2. თევზჭერის ერთჯერად სახელობით ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო თევზჭერის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია N ............ 1. ლიცენზიის გამცემი ორგანო : ......................................................................... 2. ლიცენზიის მფლობელი: ...................................................................................... 3. კაპიტანი (ბრიგადირი): ......................................................................................... 4. სარგებლობის სახეობა: ......................................................................................... 5. მოპოვების რაიონი: ................................................................................................. 6. მცურავი საშუალებები: .......................................................................................... 7. მოპოვების საშუალებები: ...................................................................................... .................................................................................................................................................. 8. მოსაპოვებელი ობიექტის დასახელება და ამოსაღები ოდენობა: ........ ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. 9. გადასახადის ოდენობა: ........................................................................................... .................................................................................................................................................. 10. გადახდის წესი: ........................................................................................................ 11. ლიცენზია ძალაშია: ”.........” წლის ”............” ”..................................” დან                    ”.........” წლის ”............” ”..................................” მდე                            ხელმოწერა: ....................................................... ბ.ა.                 “.........” “...................................” “............” წელი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო თევზჭერის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის ყუა N ............ 1. ლიცენზიის გამცემი ორგანო : ......................................................................... 2. ლიცენზიის მფლობელი: ...................................................................................... 3. კაპიტანი (ბრიგადირი): ......................................................................................... 4. სარგებლობის სახეობა: ......................................................................................... 5. მოპოვების რაიონი: ................................................................................................. 6. მცურავი საშუალებები: .......................................................................................... 7. მოპოვების საშუალებები: ...................................................................................... .................................................................................................................................................. 8. მოსაპოვებელი ობიექტის დასახელება და ამოსაღები ოდენობა: ........ ................................................................................................................................................. ................................................................................................................................................. 9. გადასახადის ოდენობა: ........................................................................................... .................................................................................................................................................. 10. გადახდის წესი: ........................................................................................................ 11. ლიცენზია ძალაშია: ”.........” წლის ”............” ”..................................” დან                    ”.........” წლის ”............” ”..................................” მდე            ლიცენზია მივიღე (ხელმოწერა) ............................................                     “.........” “...................................” “............” წელი 3. საერთაშორისო კონვენციების ან შეთანხმებების საფუძველზე განსახორციელებელი თევზჭერისათვის განკუთვნილი ლიცენზიის ფორმა შეიძლება იყოს დამტკიცებული ამ კონვენციების და შეთანხმებების, ან მათ საფუძველზე შექმნილი შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით.  მუხლი 17🔗. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის გადასახადი და გადახდის წესი 1. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის გადასახადი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო და სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. კარი III დასკვნითი ნაწილი თავი V. პასუხისმგებლობა მუხლი 18🔗. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პსუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. თავი VI. დებულებაში ცვლილებები და დამატებები მუხლი 19🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მინისტრის ბრძანებით.