მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №2 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 11.10.2024
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 3524285001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016041
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 15/10/2024
231 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №1 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 19.03.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ნოდარ დუმბაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 11.04.2024 მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 12.02.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 23-ე ქუჩისათვის - „ტაძრისის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 21.07.2025 კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 17.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №2 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გ-35. 3524285001 2024 წლის 11 ოქტომბერი ქ. მცხეთა  მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტისათვის – №2 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის, სახელის მინიჭების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ და „დ​1“ პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (2024 წლის 20 სექტემბრის კომისიის სხდომის ოქმი №43 - დან ამონაწერი) საფუძველზე, 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – №2 ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის, სახელი. 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.  საკრებულოს თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი   გიორგი კვახაძე