გერმანიის კვლევითი ფონდისა (DFG) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი საერთაშორისო საინიციატივო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2024
გამომცემი ორგანო პროექტის სამეცნიერო
ღირებულება
ნომერი №172/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018591 274
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/10/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გერმანიის კვლევითი ფონდისა (DFG) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი საერთაშორისო საინიციატივო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანება №172/ნ
2024 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
გერმანიის კვლევითი ფონდისა (DFG) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი საერთაშორისო საინიციატივო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „გერმანიის კვლევითი ფონდისა (DFG) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი საერთაშორისო საინიციატივო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე
დანართი
გერმანიის კვლევითი ფონდისა (DFG) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი საერთაშორისო საინიციატივო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გერმანიის კვლევითი ფონდისა (DFG) (შემდგომ − DFG) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომ − ფონდი) ერთობლივი საერთაშორისო საინიციატივო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი) მიზანია:
ა) მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება – გაფართოება და საქართველოს მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
გ) გერმანელ და საქართველოს მეცნიერთა ერთობლივი საერთაშორისო საინიციატივო კვლევითი პროექტის წარმართვა, რომელიც წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს უფრო ღრმა სამეცნიერო კვლევისთვის.
2. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის მისაღებად კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომ – პროექტი) შესრულების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ახალგაზრდა მეცნიერი − მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირ(ებ)ი ძირითადი პერსონალიდან, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე მაგისტრანტი და დოქტორანტი;
ბ) გრანტის მიმღები − კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული საქართველოს მოქალაქე მეცნიერი, ან ჯგუფური პროექტის შემთხვევაში დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის კოორდინატორი და პროექტის სხვა ძირითადი პერსონალი;
გ) DFG − გერმანიის კვლევითი ფონდი;
დ) ძირითადი პერსონალი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრის, დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი ან რეზიდენტი (პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში);
ე) კომისია − დარგობრივ ექსპერთა ჯგუფი, რომელიც აფასებს პროექტებს;
ვ) მოწვეული ექსპერტი – შესაბამისი დარგის, დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოახდენს პროექტების შეფასებას;
ზ) კონკურსი − DFG -ისა და ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი;
თ) მეცნიერთა ჯგუფი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს;
ი) მიზნობრივი ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული გრანტის მიმღების მიერ პროექტისთვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
კ) პროექტი − საქართველოს მეცნიერი/მეცნიერთა ჯგუფისა და გერმანელი მეცნიერის/მეცნიერთა ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული საინიციატივო სახის სამეცნიერო აქტივობები;
ლ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა, რომელიც შედგება შემდეგი ხარჯვითი კატეგორიისაგან: გრანტის მიმღები ფიზიკური პირების საგრანტო დაფინანსება;
მ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე; პროექტის ხელმძღვანელი ასევე შეიძლება იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;
ნ) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;
ო) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 12-თვიანი მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გაწერილია პროექტის ამოცანები და ვალდებულებები;
პ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია ფონდში, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ჟ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
რ) საქართველოს მეცნიერი/საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი − DFG-ს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საქართველოს მოქალაქე მეცნიერი/მეცნიერთა ჯგუფი;
ს) გერმანელ მეცნიერთა ჯგუფი − DFG-ს საგრანტო კონკურსში გამარჯვეული გერმანიის მოქალაქე მეცნიერი/მეცნიერთა ჯგუფი;
ტ) ანგარიში − საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდგომ გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარმოსადგენი პროექტის შესრულების ფინანსური და პროგრამული ანგარიში.
მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსს ადმინისტრირებას ცალ-ცალკე უწევენ ფონდი და DFG.
2. DFG-ის მიერ ადმინისტრირებულ კონკურსში გამარჯვებული საქართველოს მეცნიერის/საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის (გრანტის მიმღებთა) დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი.
3. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) DFG-თან შეთანხმებით ინფორმაციის გავრცელებას DFG-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ;
ბ) DFG-ის მიერ გამარჯვებული პროექტების გამოვლენის შემდგომ კონკურსის გამოცხადებას;
გ) კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
დ) პროექტების შეფასებას კომისიის მეშვეობით;
ე) კომისიის შეფასებებზე დაყრდნობით გამარჯვებული პროექტების გამოვლენას და დასაფინანსებლად დამტკიცებას;
ვ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 4🔗. სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობისათვის DFG-ში ერთობლივი განაცხადი შეაქვს ქართველ და გერმანელ მეცნიერებს ერთობლივად.
2. ფონდში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ DFG-ს კონკურსში გამარჯვებულ პროექტის საქართველოს მეცნიერს/საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს.
3. პროექტში ჩართულ როგორც ქართულ, ასევე გერმანულ მხარეს ჰყავს, შესაბამისად, ქართველი და გერმანელი სამეცნიერო ხელმძღვანელი.
4. საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილე შეიძლება იყოს: მაგისტრანტი, დოქტორანტი, რეზიდენტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე.
5. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი.
მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არაუმეტეს 12 თვე.
2. ფონდიდან მოთხოვნილი დამატებითი საგრანტო დაფინანსება თითოეულ პროექტზე არ უნდა აღემატებოდეს 5,000 ევროს ეკვივალენტს ლარში.
3. ფონდის მხრიდან პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება გრანტის მიმღებთა მიერ წარმოდგენილ მიზნობრივ ანგარიშზე/ანგარიშებზე. საგრანტო დაფინანსების მოცულობა იგეგმება პროექტში განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით.
4. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში გრანტის მიმღებს ავანსად გადაერიცხება პროექტის ბიუჯეტის ნაწილი (პროექტის ბიუჯეტის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა გარდა ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების 25%-ისა). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდში წარდგენისა და ფონდის მიერ ანგარიშების განხილვის აქტის შედგენის საფუძველზე.
5. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ითვალისწინებს გრანტის მიმღები ფიზიკური პირების საგრანტო დაფინანსებას.
მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
პირველი ეტაპი − DFG:
ა) DFG-ის მიერ კონკურსის გამოცხადება;
ბ) გერმანელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ DFG-სთვის წინადადების წარდგენა საერთაშორისო საინიციატივო კვლევითი პროექტის ფარგლებში;
გ) DFG-ს მიერ მთელი პროცესის წარმართვა პროექტის წარდგენიდან დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) DFG-ის მიერ დაფინანსების განხორციელება.
მეორე ეტაპი − ფონდი:
ა) ფონდის მიერ კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ბ) DFG-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებში მონაწილე საქართველოს მეცნიერის/საქართველოს მეცნიერთა ჯგუფისთვის ფონდის მიერ კონკურსის გამოცხადება დამატებითი დაფინანსების მიზნით;
გ) პროექტების ფონდში წარმოდგენა;
დ) კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის მიზნებისთვის დადგენილ მოთხოვნებთან;
ე) პროექტების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა;
ვ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 7🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის, წესითა და ვადების დაცვით.
2. პროექტი ფონდში წარდგენილი უნდა იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად.
3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები:
ა) რომლებიც არ შეესაბამება ან/და არ აკმაყოფილებს ამ დებულების მოთხოვნებს;
ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას.
მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია კომისიის წევრი ან/და მოწვეული ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს კომისიის წევრი ან/და მოწვეული ექსპერტი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილესთან/მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი);
ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. კომისიის წევრი/წევრთა ჯგუფი ან/და მოწვეული ექსპერტი ვალდებულია ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მოწვეული ექსპერტის/კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს ექსპერტის/კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება
1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.
3. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტები ფონდის მიერ შესაფასებლად გადაეცემა კომისიას.
4. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან.
5. კომისია განიხილავს პროექტებს, აფასებს მათ, ადგენს რანჟირებულ სიას და წარუდგენს გენერალურ დირექტორს.
6. კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად.
მუხლი 10🔗. შეფასების კრიტერიუმები
1. პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის სამეცნიერო
ღირებულება
ქულები
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5
ქულა
1
2
3
4
5
პროექტის ღირებულება და მნიშვნელობა, კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და ინოვაციურობა, კვლევის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება, კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისობა მიზნებსა და ამოცანებთან. სამეცნიერო გუნდის კომპეტენციის შესაბამისობა კვლევით თემატიკასთან. პროექტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა, ინტერდისციპლინურობა.
სამეცნიერო ეფექტიანობა
1
2
3
4
5
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5
ქულა
კვლევის მოსალოდნელი შედეგების ინოვაციურობა, მათი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება, პროექტის შედეგების მნიშვნელობა საგრანტო კონკურსის მიზნებისა და ამოცანებისათვის, კვლევის შედეგების გავრცელების გეგმა და მეთოდოლოგია (ინდიკატორების მითითებით).
პროექტის განხორციელება
1
2
3
4
5
მინიმუმ 1, მაქსიმუმ 5
ქულა
პროექტის განხორციელების გეგმის (ამოცანებისა და აქტივობების ეტაპების, ვადებისა და გზების) ეფექტურობა და შესაბამისობა კვლევის მიზნებთან. ბიუჯეტის და ინსტიტუციური მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შესაბამისობა დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის. პროექტის მდგრადობა, პროექტის განხორციელების რისკების ანალიზი და რისკების აღმოფხვრის გზები.
ქულების ჯამი
მინიმუმ 3, მაქსიმუმ 15
კომენტარი პროექტის შესახებ
2. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 11 ან მეტი ქულა.
3. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობას, ხოლო ამ კრიტერიუმითაც თანაბარი ქულების მქონე პროექტების შემთხვევაში კი ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება
1. კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას გრანტის მიმღებთან.
2. პროექტის შესრულების დროს გრანტის მიმღების მიერ შექმნილ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.
მუხლი 12🔗. საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირველ ტრანშს/ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით, ხოლო მომდევნო ტრანშს/ტრანშებს (ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების 25%) − წარდგენილი ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება გრანტის მიმღები ფიზიკური პირებისა და DFG-ის მიერ მოწოდებულ წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 13🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ გრანტის მიმღები არ შეასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებს ან/და ანგარიშში წარადგენს ყალბ ინფორმაციას.
3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია ანგარიში და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.