სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 05.02.1997
ძალის დაკარგვა 03.04.2000
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №1-3/81
სარეგისტრაციო კოდი 000000110.01(2).003.000055 24
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 05/04/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/81
1997 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 მარტის №235 ბრძანებულების №2.3 2.11 4.1.4. პუნქტების, 11 აგვისტოს №499 ბრძანებულების საფუძველზე და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (№3-3/138 13.12.96) წერილის გათვალისწინებით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის შესახებ (თან ერთვის).
2. დაევალოს სამინისტროს:
2.1. იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს „სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოყენებული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.
2.2. საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნი მ. გაბუნია) „სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „მესაკუთრე“-ში გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. დიდბარიძეს.
მინისტრი ა. სილაგაძე
დებულება
სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის შესახებ
დებულება შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 21.03.96 წ. №235 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების „სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესახებ“ და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 27.11.94 წლის №372 ბრძანებულების საფუძველზე და აწესრიგებს სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვის პროცესს.
I. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების შემდგომი განკარგვის ფორმები
სახელმწიფო ქონების შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი ქმედებები:
- ბალანსიდან ჩამოწერა (მათ შორის ვადაზე ადრე);
- ბალანსიდან ბალანსზე (უსასყიდლოდ) გადაცემა;
- იჯარით (მათ შორის გამოსყიდვის უფლები) გაცემა;
- სხვა საწარმოთა საწესდებო კაპიტალში შეტანა;
- პრივატიზება;
- რეალიზაცია (ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების გამყიდველიც და მყიდველიც სახელმწიფო ქონებით შექმნილი ორგანიზაციებია);
ამასთან, აღნიშნული კატეგორიის უძრავი ქონება შეიძლება გაცემულ იქნას ოპერატიული მართვის ან სამეურნეო გამგებლობის უფლებით მინისტრთა კაბინეტის 16.06.95 წ. №344 დადგენილების შესაბამისად.
II. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა
სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელობის წარდგინებით მისი ზემდგომი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით, ხოლო გამოუყენებელი ძირითადი უფლებების ჩამოწერა (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ხდება საწარმოს ხელმძღვანელობის და მისი ზემდგომი სახელმწიფო მმართველობის ორგანო წარდგინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
III. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ბალანსზე (უსასყიდლოდ) გადაცემა
სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ბალანსზე (უსასყიდლოდ) გადაცემა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება გადაეცემა სახელმწიფო ქონებით შექმნილ სხვა საწარმოს ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს. აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ქონების გადამცემი და მიმღები სახელმწიფო მმართველობის ორგანოების თანხმობის საფუძველზე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
IV. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების იჯარით (მათ შორის გამოსყიდვის უფლებით) გაცემა
სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების იჯარით (მათ შორის გამოსყიდვის უფლებით) გაცემა ხორციელდება „იჯარის შესახებ“ კანონის, საქართველოს პარლამენტის 20.09.94 წ. № 555-Iს დადგენილებით დამტკიცებული დებულების „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის შესახებ“ და მინისტრთა კაბინეტის 8.01.95 წ. №20 დადგენილების „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემისას საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისად.
V. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების სხვა საწარმოთა საწესდებო კაპიტალში შეტანა
სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების სხვა საწარმოთა საწესდებო კაპიტალში შეტანაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო საწარმოს ზემდგომი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს წარდგენის საფუძველზე.
VI. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პრივატიზება
6.1. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პრივატიზებისას მყიდველები შეიძლება იყვნენ მხოლოდ „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირები.
6.2. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პასიური (უძრავი ქონების) და აქტიური ნაწილის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო საწარმოსა და მისი ზემდგომი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს წარდგინებით.
VII. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების რეალიზაცია
7.1 სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების რეალიზაციისას მყიდველები შეიძლება იყვნენ სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი იურიდიული პირები და საწარმოები, სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია აქციათა (წილი, პაი) 25%-ზე მეტი.
7.2. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პასიური (უძრავი ქონების) და აქტიური ნაწილის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინსიტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო საწარმოსა და მისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს წარდგინებით.
VIII. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის (უძრავი ქონების) ოპერატიული მართვის ან სამეურნეო გამგებლობის უფლებით გაცემა
სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის (უძრავი ქონების) ოპერატიული მართვის ან სამეურნეო გამგებლობის უფლებით გაცემა ხორციელდება მინისტრთა კაბინეტის 16.06.95 წ. №344 დადგენილების „სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ“ შესაბამისად.
IX. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ღირებულების შეფასება
9.1. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების შეფასება ხორციელდება სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის 17.07.92 წ. №1 დადგენლებით დამტკიცებული დებულებით „საპრივატიზებო საწარმოების ღირებულების შეფასების დროებითი მეთოდური მითითებები“, მინისტრთა კაბინეტის 14.09.92. №926, 23.12.93 №933, 16.05.95. №263 დადგენილებით „ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდებისა და კაპიტალურ დაბანდებათა ინდექსაციის შესახებ“, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 10.07.96 წ. №1-4/331 ბრძანებით „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 6.11.95 წ. №52.12.1086 დადგენილების გამოყენების წესის შესახებ“ და 27.08.96 წ. № 02/1574 სარეკომენდაციო წერილით.
9.2. ამორტიზირებული ძირითადი საშუალების მებისმიერი ფორმით გასხვისებისას აუცილებელია ექსპერტის (დამოუკიდებელი აუდიტის) დასკვნა მისი ექსპლოატაციისათვის ვარგისიანობის (ვადის ჩვენებით) და ღირებულების შეფასების (მინიჭების) შესახებ.
9.3. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია ხორციელდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 6.10.94 წ. №20.01.208 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკოლოგიურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესი“-ს შესაბამისად.
X. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პრივატიზებით და რეალიზაციით მიღებული სახსრების გამოყენება
10.1. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილის პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხების განაწილების საფუძვლად გამოიყენება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 27.11.94წ. № 372 ბრძანებულება.
10.2. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხები საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 26.11.96 წ. №239 ბრძანებულების №2 პუნქტის შესაბამისად პრივატიზების ორგანიზებისათვის კუთვნილი 5%-ის დაკავების შემდეგ მთლიანად ირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის სპეციალურ ანგარიშზე.
10.3. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პასიური (უძრავი ქონების) და აქტიური ნაწილის რეალიზებისას, ამონაგები თანხების 95% ირიცხება საწარმოს ანგარიშზე, ხოლო 5% სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ანგარიშზე.
XI. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების პრივატიზების და რეალიზაციის შედეგად მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლა
11.1. სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
11.2. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მყიდველზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი „სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ კანონის 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირებია.
XII. სხვა დებულებანი
12.1. საერთო-სახელმწიფო დაქვემდებარების სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების შემდგომ განკარგვაზე საკითხს იხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული, ამორტიზებლი ან გამოუყენებელი ძირითადი საშულებების შემდგომ განკარგვაზე - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. ამასთან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ საერთო-სახელმწიფო დაქვემდებარების ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება შეიძლება დელეგირებულ იქნას მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოზე.
12.2. ეს დებულება ვრცელდება სახელმწიფო ქონებით შექმნილ იმ საწარმოებზეც, რომელთა საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილი 25%-ზე მეტია.