საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141<sup>8</sup> მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №352
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.024747 197
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/10/2024
489 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 26.12.2025 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 30.01.2026 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი საქართველოს კანონი 84% 20.07.2018 გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების,შენობა- ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 24.11.2015 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №23 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 29.11.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141​8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №352 2024 წლის 17 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141​8 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) 141​8 მუხლის პირველი და მე-9 ნაწილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ის გეოგრაფიული არეალები და მათი სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მომზადებული საზღვრების ელექტრონული ვერსიები, სადაც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევისთვის საჭიროა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმის დაკმაყოფილება. 2. ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) ლეგალიზებას არ საჭიროებს და კანონიერად მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს კოდექსის 141​8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით დადასტურდება მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების თავსებადობა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ იმ გეოგრაფიულ არეალებში (სოფლები, დასახლებები და ა. შ.), რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ასევე საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (მათ შორის, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის) ტერიტორიასა და მისი დამცავი ზონის ფარგლებში. 3. ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ იმ გეოგრაფიულ არეალებში (სოფლები, დასახლებები და ა. შ.), რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ასევე საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა (მათ შორის, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის) და მის დამცავ ზონაში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიიჩნევა სამშენებლო დოკუმენტაციის ან შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 4. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა), მათ შორის, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა), ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევისთვის, გარდა კოდექსის 141​8 მუხლის             მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმისა, საჭიროა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა. ამგვარი დასკვნა I კლასის შენობა-ნაგებობებთან მიმართებით არ მოითხოვება. 5. თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა), მათ შორის, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) აკმაყოფილებს კოდექსის 141​8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ წარდგენილი არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა, საცხოვრებელ სახლზე (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შენიშვნით: „სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე“ და იგი აისახება საკადასტრო გეგმაზე. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 26 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე