სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №05/42
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.088.016068 17
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/10/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №05/42/№76
2024 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხის/სიის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღად მიიჩნევა მხოლოდ ამ ბრძანებით დამტკიცებული ცეცხლსასროლი იარაღი.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში/სიაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) წარდგინებით, ან საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის/საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 5🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიიოსებ ბაღათურიასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური