დანართი
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ
ოქმი №000000
1. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის (შემდგომ – ოქმი) შემდგენელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა
_____________________________________________________________________________________
2. ოქმის შედგენის თარიღი, დრო (საათი, წუთი) და ადგილი
_____________________________________________________________________________________
3. გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ოქმის შედგენას
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
4. იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება
_____________________________________________________________________________________
5. ელექტრონული ზედამხედველობის მოქმედების ვადა
_____________________________________________________________________________________
6. მოძალადის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
7. ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის თაობაზე (მათ შორის, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა)
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
8. მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
_____________________________________________________________________________________
9. მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე
(იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე თანხმობას გამოთქვამს, ხოლო მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი უარს აცხადებს აღნიშნულზე, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად)
_____________________________________________________________________________________
10. მოძალადეს ეკრძალება: (გაუსვით ხაზი)
ა) იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
(მიუთითეთ მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მისამართი)
ბ) მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
(მიუთითეთ მსხვერპლის სამსახურის ან იმ ადგილის მისამართი, რომელთან მიახლოებაც ეკრძალება მოძალადეს)
11. მოძალადის გაფრთხილება შემდეგ გარემოებებზე:
ა) მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება, ესე იგი ქმედება, რომლის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
ბ) მოძალადის მიერ სტატიკური ბუფერული ზონის დატოვების შესახებ მიღებული გაფრთხილების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
გ) მოძალადის მიერ საგანგაშო ზონაში განზრახ შეღწევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
დ) ელექტრონული სამაჯურის ან/და მიმღები აპარატის დაზიანება ან განადგურება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
ე) თუ საჯარო სივრცეში მოძალადე დინამიკურ ბუფერულ/საგანგაშო ზონაში შემთხვევით მოხვდება, უფლებამოსილი მოსამსახურე უკავშირდება მოძალადეს და აძლევს მითითებას ბუფერული/საგანგაშო ზონის დატოვების შესახებ. აღნიშნულის შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსხვერპლისა და მოძალადის ბუფერულ/საგანგაშო ზონაში შემთხვევითი მიახლოება ხდება დროის მცირე ინტერვალში და ამასთან, აღნიშნულის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით.
12. ოქმი ძალაშია მისი გამოცემისთანავე.
13. ოქმი შედგენილია 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ერთი ეგზემპლარი რჩება ოქმის გამომცემ ორგანოში, ხოლო ერთი ეგზემპლარი 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
14. ოქმის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით;
გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, ელექტრონული ზედამხედველობის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.
15. მსხვერპლმა ან მოძალადემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული ოქმის მოქმედებას.
_____________________________________________________________________________________
(მოძალადის ხელმოწერა ან ხელმოწერის შეუძლებლობის/ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი)
_____________________________________________________________________________________
(მსხვერპლის ხელმოწერა ან ხელმოწერის შეუძლებლობის/ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი)
_______________________________________
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ოქმის მეორე გვერდი
ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის ინსტრუქცია
1. ელექტრონული სამაჯური, როგორც წესი, მაგრდება მოძალადის ქვედა კიდურზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ელექტრონული სამაჯურის მაგრდება მოძალადის მაჯაზე.
2. ელექტრონული სამაჯური მაგრდება იმგვარად, რომ მისი მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია.
3. ელექტრონული სამაჯური არის წყალგამძლე, ფუნქციონირებს წყალში 5 მეტრის სიღრმემდე.
4. ელექტრონული სამაჯური უძლებს დაბალ (-25 გრადუსი ცელსიუსით) და მაღალ ტემპერატურას (+50 გრადუსი ცელსიუსით).
5. მოძალადე ფლობს ელექტრონულ სამაჯურსა და მიმღებ აპარატს.
6. მსხვერპლი ფლობს მიმღებ აპარატს.
7. მიმღები აპარატი აღჭურვილია ელემენტით, რომლის მუშაობის ხანგრძლივობაც არის 24 საათი. მიმღები აპარატი დამუხტვის მიზნით საჭიროებს პერიოდულად დენის წყაროსთან მიერთებას.
8. მიმღები აპარატი იძლევა კომუნიკაციის საშუალებას. მიმღები აპარატის საშუალებით შესაძლებელია ორ შემდეგ ნომერზე დაკავშირება: გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი „112“ და სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში არსებული მონიტორინგის ცენტრის (შემდგომ – მონიტორინგის ცენტრი) შესაბამისი ნომერი: 2-41-81-12. მოძალადე/მსხვერპლი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ დაუკავშირდეს მონიტორინგის ცენტრს აღნიშნულ ნომრებზე.
9. ელექტრონული სამაჯურზე ან/და მოძალადის/მსხვერპლის მიმღებ აპარატზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება შეტყობინების სახით დაუყოვნებლივ აისახება მონიტორინგის ცენტრის ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში.
10. ელექტრონული ზედამხედველობა მოიცავს ორ გეოგრაფიულ ზონას:
ა) საგანგაშო ზონა: დაცვის შიდა ზონა (მსხვერპლის ადგილსამყოფელიდან, მისი საცხოვრებელი სახლიდან, სამსახურიდან და სხვა ადგილებიდან 100 მეტრის რადიუსში არსებული გეოგრაფიული ზონა);
ბ) ბუფერული ზონა: დაცვის გარე ზონა (საგანგაშო ზონის ირგვლივ არსებული 500-მეტრიანი გეოგრაფიული ზონა).
11. არსებობს სტატიკური და დინამიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა. სტატიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მითითებულ წინასწარ მითითებულ ადგილებთან (სახლი, სამსახური და სხვა ადგილი) არსებულ გეოგრაფიულ ზონებს. დინამიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა გულისხმობს მსხვერპლის გადაადგილებისას მისი ადგილმდებარეობის შესაბამისად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ზონებს.
12. მოძალადის მიმღები აპარატი მოძალადეს ატყობინებს სტატიკურ ბუფერულ ზონაში შეღწევას/შემთხვევით მოხვედრას.
13. მსხვერპლის მიმღებ აპარატს აქვს დახმარების (SOS) ღილაკის გააქტიურების ფუნქცია. დახმარების (SOS) ღილაკის გააქტიურების შემთხვევაში, განგაშის სიგნალი იგზავნება მონიტორინგის ცენტრში.
14. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადე/მსხვერპლი ვალდებულია დაიცვას შემდეგი წესი:
ა) უზრუნველყოს მიმღები აპარატის დამუხტულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
ბ) მუდმივად თან იქონიოს მიმღები აპარატი (არაუმეტეს 20 მეტრის რადიუსში);
გ) განზრახ არ დაახშოს GPS სიხშირე;
დ) იმყოფებოდეს GPS დაფარვის ზონაში;
ე) დაიცვას მისთვის გადაცემული ელექტრონული სამაჯური/მიმღები აპარატი დაზიანებისაგან/განადგურებისგან;
ვ) ელექტრონული სამაჯურის, მიმღები აპარატის დაზიანების/განადგურების ან გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს მონიტორინგის ცენტრს;
ზ) არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია ელექტრონულ სამაჯურთან/მიმღებ აპარატთან ერთად;
თ) შეატყობინოს მონიტორინგის ცენტრს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომ – საზღვარი) გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია, (საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის დროის შესახებ) საზღვრის კვეთამდე არანაკლებ 48 საათით ადრე;
ი) ელექტრონული საშუალება/მიმღები აპარატი საქართველოდან გასვლამდე არაუმეტეს 12 საათით ადრე გადასცეს უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოს;
კ) საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 12 საათისა გამოცხადდეს უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოში ელექტრონული ზედამხედველობის გაგრძელების მიზნით ელექტრონული საშუალების/მიმღები აპარატის დასამაგრებლად/გადასაცემად;
ლ) ელექტრონული ზედამხედველობის დასრულების შემდეგ მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, რათა მოხდეს ელექტრონული სამაჯურის მოხსნა და მოძალადის/მსხვერპლის მიმღები აპარატის ჩაბარება;
მ) შეასრულოს მონიტორინგის ცენტრის მითითებები.
15. საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოძალადე/მსხვერპლი ვერ შეძლებს დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
16. მოძალადე ვალდებულია საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვებისას, შეატყობინოს მონიტორინგის ცენტრს.
17. ელექტრონული ზედამხედველობა ჩერდება:
ა) მოძალადის ან მსხვერპლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას, საზღვარგარეთ ყოფნის ვადით;
ბ) მსხვერპლის ან მოძალადის დაკავებისას, დაკავების ვადით;
გ) მოძალადის ან მსხვერპლისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადით;
დ) აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებისას, პატიმრობის ვადით.
18. ელექტრონული ზედამხედველობა წყდება:
ა) ელექტრონული ზედამხედველობის ვადის გასვლით;
ბ) მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალებით;
გ) შემაკავებელი ორდერის გაუქმებით;
დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 26-ე და 27-ე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების გაუქმებით.
19. ოქმის დასამტკიცებლად მისი სასამართლოსთვის 24 საათის ვადაში წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
20. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვს დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის პერსონალური მონაცემები ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. მონიტორინგის ცენტრის მოძალადესთან/მსხვერპლთან კომუნიკაციის შინაარსი მუშავდება და ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.