აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული ფორმებისა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.01.2018 ბოლო ცვლილება 01.08.2025
ნომერი
№2-11
სარეგისტრაციო კოდი
360100000.22.023.016473
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-11

2018 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული ფორმებისა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული ,,აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული ფორმებისა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
📎 დანართები (1)
danarti.doc DOC

აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონული ფორმებისა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესი

დანართი 1

წლის ანგარიში წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ

(გარდა შერეული მუნიციპალური ნარჩენებისა, ნარჩენის კოდით 200301, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად)

ზოგადი ინფორმაცია:

✓ სახელწოდება:

✓ სამართლებრივი ფორმა:

✓ ეკონომიკური საქმიანობის სახე:

✓ მისამართი:

✓ საიდენტიფიკაციო ნომერი:

✓ ნებართვის/რეგისტრაციის ნომერი:

I. ნარჩენის აღწერა

1. ნარჩენის კოდი და დასახელება

2. ნარჩენის წარმოშობა

3. ფიზიკური მდგომარეობა

☐ მყარი ☐ აირი ☐ სუსპენზია ☐ ემულსია

☐ თხევადი ☐ ფხვნილი ☐ ლამისებური

4. სახიფათო ნარჩენის განმსაზღვრელი მახასიათებელი:

☐ H1 ფეთქებადი

☐ H2 მჟანგავი

☐ H3 A ადვილად აალებადი

☐ H 3 B აალებადი

☐ H4 გამაღიზიანებელი

☐ H5 მავნე

☐ H6 ტოქსიკური

☐ H7 კანცეროგენული

☐ H8 კოროზიული

☐ H9 ინფექციური

☐ H 10 რეპროდუქციისთვის ტოქსიკური

☐ H 11 მუტაგენური

☐ H 12 ნარჩენები, რომლებიც წყალთან, ჰაერთან ან მჟავასთან ურთიერთქმედებისას ტოქსიკურ ან მეტად ტოქსიკურ აირებს გამოყოფს

☐ H 13 სენსიბილური

☐ H 14 ეკოტოქსიკური

☐ H15 ნარჩენები, რომლებმაც განთავსების შემდეგ შესაძლოა გამოყოს სხვა ნივთიერება, მაგ., გამონაჟონი, რომელსაც აქვს H1–H14 კოდებში ჩამოთვლილი რომელიმე მახასიათებელი

II. ნარჩენის რაოდენობა

5. ნარჩენის საერთო რაოდენობა, მათ შორის       (ტ)

5.1 საანგარიშო წელს საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენი       (ტ)

5.2 წინა წლის 31.12-მდე დროებით დასაწყობებული ნარჩენი       (ტ)

III. დამუშავების მიზნით გადაცემული ნარჩენები

6. ნარჩენი გადაცემულია

6.1. ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება:

6.2. გადაცემულია:

☐ აღდგენის მიზნით

☐ განთავსების მიზნით

6.3. გადაცემული ნარჩენის რაოდენობა      (ტ)

7. ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა

7.1. ქვეყანა, სადაც მოხდა ნარჩენის ექსპორტი

7.2. რაოდენობა       (ტ)

7.3. ნარჩენის კოდი ბაზელის კონვენციის შესაბამისად

7.4. ნარჩენის დასახელება ბაზელის კონვენციის შესაბამისად

IV. შენახვა

8. დროებითი შენახვა:

8.1. რაოდენობა       (ტ)

8.2. დასაწყობების ადგილის ტიპი

☐ ღია ☐ გადახურული

8.3. შეფუთვის ტიპი:

☐ შეფუთვის გარეშე ☐ ტომრები

☐ კონტეინერები ☐ ლითონის ყუთები

☐ ავზები ☐ სხვა ( განმარტეთ/ აღწერეთ)

შენიშვნები:

წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ ანგარიშის შევსების

ინსტრუქცია

(გარდა შერეული მუნიციპალური ნარჩენებისა, ნარჩენის კოდით 200301, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად)

ზოგადი მოთხოვნები

1. ანგარიში უნდა შეივსოს ყოველწლიურად. ივსება წინა წლისთვის წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ ინფორმაცია და ეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულად, მომდევნო წლის 1 მარტამდე.

2. ანგარიში ივსება თითოეული ნარჩენის კოდისთვის ცალ-ცალკე.

3. თუ საანგარიშო წლის მანძილზე ნარჩენები არ წარმოქმნილა, მაგრამ არსებობს წინა წლებში დროებით დასაწყობებული ნარჩენები, უნდა შეივსოს ანგარიში და 5.2 პუნქტში მიეთითოს ნარჩენების რაოდენობა.

I. ნარჩენების აღწერა

1. ამოირჩიეთ ნარჩენის კოდი და დასახელება ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.

2. აღწერეთ ტექნოლოგიური პროცესი, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა ნარჩენი.

3. ფიზიკური მდგომარეობა – „X“-ით მონიშნეთ შესაბამისი უჯრა (არაუმეტეს ერთისა).

4. სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში, ამოირჩიეთ სახიფათო ნარჩენის განმსაზღვრელი მახასიათებელი – H კოდ(ებ)ი.

II. ნარჩენის რაოდენობა

5. შეიტანეთ ნარჩენის საერთო რაოდენობა ტონებში, მათ შორის:

5.1. საანგარიშო წელს ობიექტზე წარმოქმნილი ნარჩენის რაოდენობა;

5.2. ობიექტზე წინა წლის 31 დეკემბრამდე დასაწყობებული ნარჩენის რაოდენობა.

III. დამუშავების მიზნით გადაცემული ნარჩენები

6. ნარჩენი გადაცემულია:

6.1. ამოირჩიეთ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გადაეცა ნარჩენი;

6.2. მონიშნეთ რა მიზნით გადაეცა ნარჩენები;

6.3. გადაცემული ნარჩენის რაოდენობა ტონებში.

(თუ ნარჩენები გადაცემულია ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირი უნდა შეივსოს ცალ-ცალკე, შესაბამისი რაოდენობების მითითებით).

7. ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა:

7.1. შეიტანეთ ქვეყანა, რომელშიც განხორციელდა ნარჩენების ექსპორტი;

7.2. ექსპორტირებული ნარჩენის რაოდენობა ტონებში;

7.3. ჩაწერეთ ნარჩენის კოდი „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ” ბაზელის კონვენციის შესაბამისად;

7.4. ჩაწერეთ ნარჩენის დასახელება „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ” ბაზელის კონვენციის შესაბამისად.

(თუ ნარჩენები ექსპორტირებულია რამდენიმე ქვეყანაში, თითოეული ქვეყანა უნდა იყოს შეტანილი ცალ-ცალკე, შესაბამისი რაოდენობების მითითებით).

IV. შენახვა

8. დროებითი შენახვა

8.1. შეიტანეთ საანგარიშო წლის 31 დეკემბრამდე დასაწყობებული ნარჩენების რაოდენობა ტონებში;

8.2. დასაწყობების ობიექტის ტიპი – „X“-ით მონიშნეთ შესაბამისი უჯრა;

8.3. დასაწყობებისას გამოყენებული შეფუთვის ტიპი – „X“-ით მონიშნეთ შესაბამისი უჯრა (აღწერეთ შეფუთვის ტიპი „სხვა“-ს მონიშვნის შემთხვევაში).

შენიშვნები: შეიტანეთ სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული.

დანართი 2

ნარჩენების დამუშავების ან წინასწარი დამუშავების (ნაგავსაყრელზე განთავსების გარდა) წლის ანგარიში

ზოგადი ინფორმაცია:

✓ ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი:

✓ ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება

✓ ნებართვის/რეგისტრაციის ნომერი №

✓ ობიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი №

/ჩაწერეთ ნებართვისა და რეგისტრაციის ფარგლებში მინიჭებული ნომერი/

✓ ეკონომიკური საქმიანობის სახე.

ნარჩენების დამუშავების ობიექტის ადგილმდებარეობა:

მუნიციპალიტეტი:      რეგიონი:      ქალაქი/ სოფელი:      მისამართი:

სახელი:      ტელეფონი:      ფაქსი:      ელ. ფოსტა:

I. ობიექტის მახასიათებლები

1. ობიექტის აღწერა:

2. დამუშავების ოპერაცია:

3. აღდგენის ოპერაციები:

4. განთავსების ოპერაციები (გარდა ნაგავსაყრელზე განთავსებისა).

II. მიღებული ნარჩენები

5. ნარჩენების სრული რაოდენობა :      ტ

|მიღებული: |ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული |ნარჩენის კოდი და დასახელება |რაოდენობა |

| |პირის საიდენტიფიკაციო კოდი | |ტ |

| | | | |

| | | | |

| | | | |

|1 |2 |3 |4 |

|      |      |      |      |

6. დამუშავებული ან წინასწარ დამუშავებული ნარჩენები

|ნარჩენის კოდი და |წინა წლის 31 დეკემბრამდე |მიღებული |დამუშავებული ან წინასწარ |დამუშავების |დროებით დასაწყობებული |

|დასახელება |დროებით დასაწყობებული | |დამუშავებული (გარდა |ოპერაციის კოდი |საანგარიშო წლის 31 |

| |ნარჩენები | |ნაგავსაყრელზე განთავსებისა) | |დეკემბრამდე |

| |ტ |ტ |ტ | |ტ |

|1 |2 |3 |4 |5 |6 |

|      |      |      |      | |      |

|      |      |      |      | |      |

III. დამუშავების ან წინასწარი დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები

7. ობიექტის ოპერატორის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები:

|ნარჩენის კოდი და დასახელება |რაოდენობა (ტ) |

|1 |2 |

|      |      |

|      |      |

შენიშვნები:

ნარჩენების დამუშავების ან წინასწარი დამუშავების შესახებ ანგარიშის შევსების ინსტრუქცია

(გარდა ნაგავსაყრელზე განთავსებისა)

ზოგადი მოთხოვნები

1. ანგარიში უნდა შეივსოს ყოველწლიურად. ივსება წინა წლის ინფორმაცია და ეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულად, მომდევნო წლის 1 მარტამდე.

2. ცალკეული ობიექტისთვის უნდა შეივსოს ცალკე ანგარიში. თუ ნარჩენები დამუშავებულია და ამ დამუშავების შედეგად ახალი სახეობის ნარჩენებია წარმოქმნილი, ასევე უნდა შეივსოს წლიური ანგარიში წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ (დანართი 1).

(მაგალითი: 16 06 01* ტყვიის მჟავის აკუმულატორები – ნარჩენის შემთხვევაში მექანიკურად მოხდა წინასწარი დამუშავება და ამ ოპერაციის შედეგად წარმოიქმნა ახალი სახის ნარჩენები, როგორიცაა: ნარჩენების მექანიკური დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები (მაგალითად: სორტირების, დამსხვრევის, კომპაქტირების, გრანულირების შედეგად):

19 12 11* სხვა სახის ნარჩენები (მათ შორის ნარევები და მასალები) საფრთხის შემცველი ნივთიერებების შემცველი ნარჩენების მექანიკური დამუშავებიდან (ტყვიის ნაწილები);

19 12 11* ტყვიის პასტა;

19 12 11* პლასტმასის ყუთები;

16 06 06* სეპარირებული წესით შეგროვებული ელექტროლიტები ბატარეებიდან და აკუმულატორებიდან;

შესაბამისად, წარმოქმნილი ახალი სახის ნარჩენებისთვის უნდა შეივსოს წლიური ანგარიში წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ)

I. ობიექტის მახასიათებლები

1. აღწერეთ ობიექტის ტიპი

ტიპი – მონიშნეთ „X“-ით შესაბამისი უჯრა (არაუმეტეს ერთისა). მაგალითად:

✓ ბიოლოგიური დამუშავება – კომპოსტირება, ანაერობული ფერმენტაცია, ბიოგაზი და სხვ.

✓ სითბური დამუშავება – ინსინერაცია, პიროლიზი და სხვ.

✓ ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება – გადნობა, ემულსიების სეპარირება, ფილტრაცია, დისტილაცია, ავტოკლავირება, მიკროტალღური დამუშავება, ნეიტრალიზაცია, გაშრობა, კალცინაცია და სხვ.

✓ რეციკლირება და აღდგენა – პლასტმასის, ქაღალდის, შუშის და სხვ. რეციკლირება, მჟავების და ტუტეების აღდგენა, ბენზინის გადამუშავება და სხვ.

✓ წინასწარი დამუშავება – გაწმენდა, სორტირება, დამსხვრევა, დაქუცმაცება, შეფუთვა, კომპაქტირება/ბრიკეტირება და სხვ.

2. შეავსეთ დამუშავების ოპერაცია*, აღწერეთ ოპერაცია და ოპერაციის დასახელება.

II. მიღებული ნარჩენები

3. ნარჩენების წარმოშობა:

➢ სვეტი 1 – შეიტანეთ სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენები თქვენი საკუთარი საქმიანობის შედეგადაა მიღებული, ან ქვეყნის დასახელება – ნარჩენების იმპორტის შემთხვევაში

➢ სვეტი 2 – შეიტანეთ ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი

➢ სვეტი 3 – შეიტანეთ ნარჩენების კოდი ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად

➢ სვეტი 4 – შეიტანეთ მიღებული ნარჩენების საერთო ოდენობა ტონებში

4. დამუშავებული ან წინასწარდამუშავებული ნარჩენები

➢ სვეტი 1 – შეიტანეთ ნარჩენების კოდი და დასახელება ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად

➢ სვეტი 2 – შეიტანეთ ნარჩენების რაოდენობა დასაწყობებულ ობიექტზე წინა წლის 31 დეკემბრამდე ტონებში

➢ სვეტი 3 – შეიტანეთ დამუშავების ან წინასწარი დამუშავების მიზნით მიღებული ნარჩენების რაოდენობა ტონებში

➢ სვეტი 4 – შეიტანეთ დამუშავებული ან წინასწარდამუშავებული ნარჩენების რაოდენობა (გარდა ნაგავსაყრელზე განთავსებისა) ტონებში

➢ სვეტი 5 – დამუშავების ან წინასწარი დამუშავების კოდი

➢ სვეტი 6 – შეიტანეთ დროებით დასაწყობებული ნარჩენების რაოდენობა, რომელიც არდამუშავებულა ან გადაცემულა დასამუშავებლად საანგარიშო წლის 31 დეკემბრამდე ტონებში

შენიშვნები:

III. წარმოქმნილი ნარჩენები და ტექნიკური სპეციფიკაცია

5. ობიექტის ოპერატორის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები:

➢ სვეტი 1 – შეიტანეთ ნარჩენების კოდი და დასახელება ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად

➢ სვეტი 2 – შეიტანეთ ნარჩენების რაოდენობა ტონებში

შენიშვნები: შეიტანეთ განსაკუთრებული მახასიათებლები, რომლებიც ზემოთ არ არის ნახსენები.

დანართი 3

_________ წლის ანგარიში ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების შესახებ

ზოგადი ინფორმაცია:

✓ ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

✓ ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება

✓ ნებართვის/ რეგისტრაციის ნომერი №

✓ ნაგავსაყრელის საიდენტიფიკაციო №

/ჩაწერეთ ნებართვისა და რეგისტრაციის ფარგლებში მინიჭებული ნომერი/

✓ ეკონომიკური საქმიანობის სახე:

ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა:

მუნიციპალიტეტი:      რეგიონი:      ქალაქი/ სოფელი:      მისამართი:

სახელი:      ტელეფონი:      ფაქსი:      ელ. ფოსტა:

/იმ პირის, რომელიც ავსებს ანგარიშს/

I. ნაგავსაყრელის დამახასიათებლები

1. ნაგავსაყრელის კატეგორია :

☐ ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი

☐ არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი

☐ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი

2. ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა:

ქალაქი/სოფელი:  ადგილმდებარეობა:

3. ნაგავსაყრელის ოპერატორი:

ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელწოდება:

ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი:

მისამართი:       ტელეფონი:

4. ფართობი: (ჰექტარი):

5. ნაგავსაყრელის დარჩენილი ტევადობა ტ

6. ნაგავსაყრელზე განთავსების ოპერაცია: D

აღწერილობა:       დასახელება:

II. ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება

7. ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება / ნარჩენების წარმოშობა

სრული რაოდენობა:      ტ

| |ფიზიკური ან იურიდიული პირი |ფიზ. პირის პირადი ნომერი ან იურ. პირის |ნარჩენის კოდი და დასახელება |რაოდენობა |

| | |საიდენტიფიკაციო კოდი | | |

|1 |2 |3 |4 |

|      |      |      |      |

|      |      |      |      |

III. ოპერაციული და ტექნიკური სპეციფიკაციები

8. ნაგავსაყრელზე შესვლის კონტროლი:

9. ტექნიკური სპეციფიკაციები:

☐ ავტომატური სასწორი

☐ უსაფრთხოება ☐ ღობე

☐ სიმბოლოები და ნიშნები

☐ სხვა/განმარტეთ:

10. მიწის საფარით დაფარვა ფართობი    (ჰექტარი) სიხშირე

11. დაგროვილი ნარჩენების რაოდენობა

რაოდენობა/ტონებში

12. მონიტორინგი:

☐ მიწისქვეშა წყლები

☐ ზედაპირული წყლები

☐ ინფილტრაცია

☐ აირები

☐ ნაგავსაყრელის მდგომარეობა

შენიშვნები:

ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების შესახებ ანგარიშის შევსების

ინსტრუქცია

ზოგადი მოთხოვნები

1. ანგარიში უნდა შეივსოს ყოველწლიურად. ის უნდა შეივსოს წინა წლისთვის და გაეგზავნოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულად, მომდევნო წლის 1 მარტამდე.

2. ცალკეული ნაგავსაყრელისთვის ივსება ცალკე ანგარიში.

I. ნაგავსაყრელის მახასიათებლები

1. ნაგავსაყრელი – „X“-ით მონიშნეთ შესაბამისი უჯრა

2. შეიტანეთ ქალაქი ან სოფელი და ნაგავსაყრელის მდებარეობა

3. შეიტანეთ ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და ტელეფონის ნომერი

4. შეიტანეთ ნაგავსაყრელი საერთო ფართობი ჰექტრებში

5. შეიტანეთ ნაგავსაყრელის დარჩენილი ტევადობა – ტონებში

6. შეიტანეთ ნაგავსაყრელზე განთავსების ოპერაცია* ნარჩენების მართვის კოდექსის“ დანართი II-ის შესაბამისად, აღწერეთ ოპერაცია და შეიტანეთ ოპერაციის დასახელება.

II. ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება

7. ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება/ნარჩენების წარმოშობა:

➢ სვეტი 1 – შეიტანეთ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, თუ ნარჩენები მიღებულია თქვენი საკუთარი საქმიანობიდან

➢ სვეტი 2 – ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი

➢ სვეტი 3 – შეიტანეთ ნარჩენის კოდი ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად

➢ სვეტი 4 – შეიტანეთ მიღებული ნარჩენების სრული რაოდენობა ტონებში

III. ოპერაციული და ტექნიკური სპეციფიკაციები

8. აღწერეთ ნარჩენების ნაგავსაყრელზე შეტანის კონტროლი.

9. ტექნიკური სპეციფიკაციები – „X“-ით მონიშნეთ შესაბამისი უჯრა

10. შეიტანეთ ნაგავსაყრელის მიწის საფარით დაფარვის ფართობი ჰექტრებში და დაფარვის სიხშირე

11. შეიტანეთ ნაგავსაყრელზე აკუმულირებული ნარჩენების რაოდენობა ტონებში

12. მონიტორინგი – „X“-ით მონიშნეთ შესაბამისი უჯრა

შენიშვნები: შეიტანეთ სპეციფიკური მახასიათებლები, რაც ზემოთ არ არის ნახსენებიю

*შესაძლო განთავსების ოპერაციები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ დანართი II-ის შესაბამისად

დანართი 4

________ წლის ანგარიში ნარჩენების შეგროვების შესახებ

ზოგადი ინფორმაცია:

✓ ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

✓ ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება

✓ ნებართვის/ რეგისტრაციის ნომერი №

✓ ობიექტის საიდენტიფიკაციო №

/ჩაწერეთ ნებართვისა და რეგისტრაციის ფარგლებში მინიჭებული ნომერი

მხოლოდ შეგროვებისთვის/

✓ ეკონომიკური საქმიანობის სახე:

ნარჩენების დამუშავების ობიექტის ადგილმდებარეობა (მხოლოდ შეგროვებისთვის):

მუნიციპალიტეტი:      რეგიონი:      ქალაქი/ სოფელი:      მისამართი:

სახელი:      ტელეფონი:      ფაქსი:      ელ. ფოსტა:

/იმ პირის, რომელიც ავსებს ანგარიშს/

1. შეგროვებული ნარჩენები

|ნარჩენის კოდი და |წინა წლის 31.12 – მდე |ობიექტზე მიღებული |დამუშავებისთვის გადაცემული |საანგარიშო წლის 31.12-მდე |

|დასახელება |დროებით დასაწყობებული |ნარჩენების რაოდენობა |ნარჩენების რაოდენობა |დროებით დასაწყობებული |

| |ნარჩენები | | | |

| |ტონა |ტონა |ტონა |ტონა |

|1 |2 |3 |4 |5 |

|      |      |      |      |      |

|      |      |      |      |      |

2. ნარჩენების წარმოშობა

|მიღებული |ფიზ. პირის პირადი ნომერი ან |ნარჩენის კოდი და დასახელება |რაოდენობა |

| |იურ. პირის საიდ. კოდი | | |

| | | |ტონა |

|1 |2 |3 |4 |

|      |      |      |      |

|      |      |      |      |

3. დამუშავების მიზნით გადაცემული ნარჩენები

|გადაცემული |ფიზ. პირის პირადი ნომერი ან იურ.|ნარჩენის კოდი და დასახელება |რაოდენობა |

| |პირის საიდ. კოდი | | |

| | | |ტონა |

|1 |2 |3 |4 |

|      |      |      |      |

|      |      |      |      |

შენიშვნები:

ნარჩენების შეგროვების ანგარიშის შევსების

ინსტრუქცია

ზოგადი მოთხოვნები

1. ანგარიში ივსება ყოველწლიურად. ის უნდა შეივსოს წინა წლისთვის და გაეგზავნოს სამინისტროს ელექტრონულად, მომდევნო წლის 1 მარტამდე.

2. თუ ანგარიში ივსება მუნიციპალური ნარჩენების შემგროვებლის მიერ, ანგარიში ასევე უნდა გაეგზავნოს იმ მუნიციპალიტეტს, რომელსაც ემსახურება ეს პირი.

1. შეგროვებული ნარჩენები

➢ სვეტი 1 – შეიტანეთ ნარჩენის კოდი და დასახელება ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად

➢ სვეტი 2 – შეიტანეთ ნარჩენების რაოდენობა, რომლებიც დასაწყობებულია ობიექტზე წინა წლის 31 დეკემბრამდე, ტონებში

➢ სვეტი 3 – შეიტანეთ მიღებული ნარჩენების რაოდენობა ტონებში

➢ სვეტი 4 – შეიტანეთ დამუშავების მიზნით გადაცემული ნარჩენების რაოდენობა ტონებში

➢ სვეტი 5 – შეიტანეთ საანგარიშო წლის 31 დეკემბრამდე დროებით დასაწყობებული ნარჩენების რაოდენობა ტონებში

2. ნარჩენების წარმოშობა

➢ სვეტი 1 – შეიტანეთ სხვა ფიზ. ან იურ. პირის სახელი, თუ ნარჩენები მიღებულია თქვენი საკუთარი საქმიანობიდან, ან ექსპორტის ქვეყნის დასახელება – თუ ნარჩენები იმპორტირებულია

➢ სვეტი 2 – შეიტანეთ ფიზ. პირის პირადი ნომერი ან იურ. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

➢ სვეტი 3 – შეიტანეთ ნარჩენების კოდი და დასახელება ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.

➢ სვეტი 4 – შეიტანეთ მიღებული ნარჩენების საერთო რაოდენობა ტონებში

3. დამუშავების მიზნით გადაცემული ნარჩენები

➢ სვეტი 1 – შეიტანეთ სხვა ფიზ. ან იურ. პირის სახელი, თუ ნარჩენები გადაცემულია იმავე ფიზ. ან იურ. პირისთვის, ან იმპორტის ქვეყნის დასახელება – თუ ნარჩენები ექსპორტირებულია.

➢ სვეტი 2 – შეიტანეთ ფიზ. პირის პირადი ნომერი ან იურ. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

➢ სვეტი 3 – შეიტანეთ ნარჩენების კოდი ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.

➢ სვეტი 4 – შეიტანეთ გადაცემული ნარჩენების საერთო რაოდენობა ტონებში

შენიშვნები: შეიტანეთ სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც ზემოთ არ არის ნახსენები.