ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბანში N4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 18.10.2024
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016013
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/10/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გამოღმა ქარიატა და გაღმა ქარიატა ქუჩების სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში
შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს უსახელო ქუჩების
სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: ბულიშის, გიმოზგონჯილისა და დურღენას უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბანში N4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №25
2024 წლის 18 ოქტომბერი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბანში №4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №43 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის, საჭანიოს უბანში, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩის შესაბამისად, №4 ქუჩას მიენიჭოს ნინი კონჯარიას სახელი.
2. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჭანიოს უბანში №4 ქუჩაზე არსებულ ჩიხებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
№4 ქუჩის პირველ ჩიხს – ნინი კონჯარიას ქუჩის I ჩიხი;
№4 ქუჩის მეორე ჩიხს – ნინი კონჯარიას ქუჩის II ჩიხი;
№4 ქუჩის მესამე ჩიხს – ნინი კონჯარიას ქუჩის III ჩიხი;
№4 ქუჩის მეოთხე ჩიხს – ნინი კონჯარიას ქუჩის IV ჩიხი;
3. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4 . განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. № 3).
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე